მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 48:12

11. არა იხილოს მან განსახრწნელი, რაჟამს იხილნეს ბრძენნი სიკუდილად. ერთბამად უგუნური და უცნობო წარწყმდენ და დაუტეონ უცხოთა სიმდიდრე მათი.12. და სამარენი მათნი სახლ მათდა იყუნენ უკუნისამდე და საყოფელ მათდა თესლითი თესლადმდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა.13. კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისჴმა-ყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.
ფსალმუნნი თავი 48
12. და სამარენი მათნი სახლ მათდა იყუნენ უკუნისამდე და საყოფელ მათდა თესლითი თესლადმდე; სახელები მათი უწოდეს მიწასა მათსა.
ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი“ ().

„ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სოფელსა.“ ().

„ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი.“ ().

1. საყოველთაო მოწოდება და ბუნების საერთოობა

დიდსა და გამოუთქმელ რამეებზე აპირებს ახლა ჩვენთან საუბარს წინასწარმეტყველი. თორემ დედამიწის ყოველი კუთხის მკვიდრთ არ მოუხმობდა მოსასმენად და არც მთელ სამყაროს დასვამდა კრებულად, ჩვენთვის რაიმე დიდი, ბრწყინვალე და ამ შეკრების სიდიადის ღირსი რომ არ ჰქონოდა სათქმელი. იგი უკვე აღარ ესაუბრება იუდეველებს ისე, როგორც პალესტინაში მცხოვრებთ უწინასწარმეტყველებდა; არამედ, როგორც რომელიმე მოციქული და მახარებელი, სიტყვას ადამიანთა მთელ ბუნებას მიმართავს. რადგან რჯული მსოფლიოს ერთ კუთხეში ასწავლიდა ერს; ხოლო...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის