მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 48:19

18. რამეთუ არა სიკუდილსა მისსა წარიღოს მან ყოველი, არცა შთაჰყვეს დიდებაჲ მისი მის თანა.19. რამეთუ სული მისი ცხოვრებასა ოდენ მისსა იკურთხოს; აღგიაროს შენ, რაჟამს კეთილი უყო მას.20. შევიდეს იგი ვიდრე ნათესავადმდე მამათა მისთა, ვიდრე უკუნისამდე ნათელი არა იხილოს.
ფსალმუნნი თავი 48
19. რამეთუ სული მისი ცხოვრებასა ოდენ მისსა იკურთხოს; აღგიაროს შენ, რაჟამს კეთილი უყო მას.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

ფსალმუნი 48-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ძეთა კორესთა ფსალმუნი“ ().

„ისმინეთ ესე ყოველთა წარმართთა და ყურად-იღეთ ყოველთა, რომელნი დამკჳდრებულ ხართ სოფელსა.“ ().

„ნაშობნი ქუეყანისანი და ძენი კაცთანი, ერთბამად მდიდარნი და გლახაკნი.“ ().

1. საყოველთაო მოწოდება და ბუნების საერთოობა

დიდსა და გამოუთქმელ რამეებზე აპირებს ახლა ჩვენთან საუბარს წინასწარმეტყველი. თორემ დედამიწის ყოველი კუთხის მკვიდრთ არ მოუხმობდა მოსასმენად და არც მთელ სამყაროს დასვამდა კრებულად, ჩვენთვის რაიმე დიდი, ბრწყინვალე და ამ შეკრების სიდიადის ღირსი რომ არ ჰქონოდა სათქმელი. იგი უკვე აღარ ესაუბრება იუდეველებს ისე, როგორც პალესტინაში მცხოვრებთ უწინასწარმეტყველებდა; არამედ, როგორც რომელიმე მოციქული და მახარებელი, სიტყვას ადამიანთა მთელ ბუნებას მიმართავს. რადგან რჯული მსოფლიოს ერთ კუთხეში ასწავლიდა ერს; ხოლო...

სრულად ნახვა

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის