მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 49:9

8. არა თუ მსხუერპლთა შენთათჳს გამხილო შენ, რამეთუ საკუერთხნი შენნი ჩემ წინაშე არიან მარადის.9. არა შევიწირავ მე სახლისა შენისა ზუარაკთა, არცა არავისა შენისაგან ვაცთა;10. რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი ველისა, ნადირი მთათა და ყოველი პირუტყჳ;
ფსალმუნნი თავი 49
9. არა შევიწირავ მე სახლისა შენისა ზუარაკთა, არცა არავისა შენისაგან ვაცთა;
ფსალმუნი 49-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„ღმერთი ღმერთთა უფალი იტყოდა და უწოდა ქუეყანასა აღმოსავალითგან მზისათ ვიდრე დასავალადმდე.“ ().

1. ღმრთის მეუფება და სიონის მშვენიერება

იგივე სხვაგანაც ამბობს: „ღმერთი დადგა შესაკრებელსა ღმერთთასა“ (). და კვლავ: „მე ვთქუ: ღმერთნი სამე ხართ“ (). პავლეც ამბობს: „რამეთუ დაღაცათუ არიან რაჲმე სახელ-დებულ ღმერთნი“ () და „ვითარცა არიან ღმერთნი მრავალ და უფალნი მრავალ“ (). მოსეც ამბობს: „ღმერთთათჳს ძჳრი არა სთქუა“ (). და სხვაგანაც: „ხოლო იხილნეს რაჲ ძეთა ღმრთისათა ასულნი კაცთანი“ (). <span...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
4.:

...ფსალმ 49:8), ასევე ესაიაც ამბობს: „რად ჩემდა სიმრავლე მსხუერპლთა თქვენთა? _ იტყჳს უფალი“ (). და კვლავ, დავითი ამბობს: „არა შევიწირავ მე სახლისა შენისა ზუარაკთა, არცა არავისა შენისაგან ვაცთა“ (); ესაია კი: „ყოვლად დასაწველებითა ვერძთა, და ცმელთა კრავთათა, და სისხლი კუროთა და ვაცთაჲ არა მნებავს“ (). რადგან მათ განუწყვეტლივ ამხილებდნენ, რომ სხვა სათნოებებისგან დაცარიელებულნი იყვნენ, ისინი კი უდიდეს გამართლებად მსხვერპლებს აყენებდნენ წინ, თითქოს განუწყვეტლივ ასრულებდნენ მათ; ამიტომ სამართლიანად ორივე წინასწარმეტყველი, უფრო კი ყველა სხვაც, ამ გამართლებას ართმევს მათ. აქედან ცხადია, რომ მსხვერპლები პირველად და თავისთავად კი არ მიეცათ, არამედ იმისთვის, რომ ამ გზით მათთვის სხვა ცხოვრების წესისკენ წვრთნად ქცეულიყვნენ. მაგრამ რადგან აუცილებელი საქმეები სასწრაფოდ ითხოვდა ყურადღებას, ისინი კი მათ უყურადღებოდ ტოვებდნენ და ამ მსხვერპლებით იყვნენ დაკავებულნი, ღმერთი ამბო...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ხოლო იესუ ქრისტეს შობასა ბეთლემს ჰურიასტანისასა, დღეთა ჰეროდე მეფისათა, აჰა მოგუნი აღმოსავალით მოვიდეს იერუსალჱმდ და იტყოდეს: სადა არს, რომელი-იგი იშვა მეუფე ჰურიათაჲ? რამეთუ ვიხილეთ ვარსკულავი მისი აღმოსავალით და მოვედით თაყუანისცემად მისა“ (2,1-2).:

...ენთასა, არცა სისხლსა ვაცთა შენთასა ვსუამ მე“. ესე იგი არს, ვითარმედ: არა თუ შესაწირავნი ეგე მიჴმან მე, „რამეთუ ჩემი არს ყოველი მჴეცი მაღნარისაჲ, ნადირი მთათაჲ და ყოველი პირუტყჳ; ვიცნი მე მფრინველნი ცისანი, და შუენიერებაჲ ველთაჲ ჩემ თანა არს“.

არა საჴმარ იყვნეს უკუე, ვითარცა ვთქუ, შესაწირავნი იგი და მსხუერპლნი ღმრთისადა, არამედ სიზრქესა გონებისა მათისასა და ჩუეულებისა მათისა წესსა მიჰყვა, რაჲთამცა წუთერთ შესწირვიდეს მისა მსხუერპლებსა მას და მოიქცესმცა ეშმაკთა ზორვისაგან, და ამისა შემდგომად მსხუერპლთაცა და მრგულიადდასაწუველთამცა წესი აღიღო და უსისხლოჲსა მის მსხუერპლისა შეწირვაჲ გუასწავა, რომელ-ესე იქმნა მოსლვითა მით მხოლოდშობილისა ძისა ღმრთისაჲთა. ამის ესევითარისა სახისათჳს მოგუთაცა ვარსკულავისა ხილვითა მოუწოდა, რამეთუ ესრეთ იყო წესი ჩუეულებისა მათისაჲ. ხოლო მო-რაჲ-იყვანნა ბეთლემდ და წარმოადგინნა ბაგასა ზედა და იხილეს მეუფჱ იგი მეუფეთაჲ და უფალი უფლებათაჲ შეხუეული სახუეველითა, ყრმაჲ ახალი, პირველ საუკუნეთა ღმერთი, იხილეს და ჰრწმენა და თაყუანის-სცეს და შეწირეს ძღუენი რჩეული. მერმე არღარა სახითა ვარსკულავისაჲთა ეტყოდა, არამედ ანგელოზი მოუვლინა მათ, რომელი უძღოდა გზასა...

სრულად ნახვა