მოციქულისაჲ: გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებითა ღმრთისაჲთა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად წმიდად, სათნოდ ღმრთისა (12,1).
თარგმანი: ვინაჲთგან თქუა თუ "მსხუერპლად", რაჲთა არავინ თქუას თუ — დაკლვასა იტყჳს თავთა თჳსთასა, — ამისთჳს შესძინა, ვითარმედ: "ცხოველად". ხოლო ვითარ იქმნების მსხუერპლად შეწირვაჲ ჴორცთაჲ? გარნა ესრეთ, რამეთუ, რაჟამს თუალნი არარაჲსა ბოროტისა მიმართ მივიდოდინ, არამედ მარადის კეთილსა ხედვიდენ, და ენაჲ არა ბოროტისა სიტყუათა ჰმსახურებდეს, არამედ გალობათა შინა...

