...ლი გახდა.
5. თავმდაბლობა — ჭეშმარიტი ამაღლების გზა
მაგრამ, რომ ზედმეტად არ გავაგრძელოთ საუბარი, აქ შევწყვიტოთ სიტყვა, ხოლო დანარჩენი მომდევნო დღისთვის დავტოვოთ, გთხოვოთ რა, მიბაძოთ პატრიარქს და არასდროს იტაცოთ პირველობას, არამედ მიჰყვეთ ნეტარ პავლეს, რომელიც ამბობს: „პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით" (), — და ყველაფერში საკუთარი თავის დამდაბლებას ეცადოთ. ეს თვითდამდაბლება სწორედ ის არის, რაც პირველობას მოგვაპოვებინებს, როგორც ქრისტემაც თქვა: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს" (). მაშ, რა შეედრება იმ საქციელს, როცა ჩვენ სხვებს პირველობას ვუთმობთ და ამით თავად უფრო დიდ პატივს ვაღწევთ და სხვებს უპირატესობას ვაძლევთ და ამით თავად უმაღლეს პატივზე ავდივართ? ამაზე გთხოვთ ვიღვაწოთ, რომ მიბაძოთ პატრიარქის თავმდაბლობას, და ჩვენ, მადლის ქვეშ მყოფთ, ვიაროთ იმის კვალზე, ვინც ჯერ კიდევ რჯულამდე ასეთი სიბრძნისმოყვარეობა გამოავლინა. მართლაც, ჭეშმარიტი თავმდაბლობა გამოავლინა ამ საკვირველმა კაცმა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არამხოლოდ სათნოებით, არამედ ასაკით და ყოველმხრივ გაცილებით დაბლა იდგა. დაფიქრდი მხოლოდ იმაზე, რომ მოხუცმა ახალგაზრდას დაუთმო, ბიძამ — ძმისწულს, ღვთის ასეთი კეთილგანწყობის...