მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 12:15

14. აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ;15. გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა;16. და მასვე ურთიერთას ზრახევდით; ნუ მაღალსა მას ჰზრახავთ, არამედ მდაბალსა მას შეეყვენით; ნუ იქმნებით ბრძენ თავით თჳსით
ჰრომაელთა მიმართ თავი 12
15. გიხაროდენ მოხარულთა თანა და ტიროდეთ მტირალთა თანა;

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ ლზ შურისათჳს:

...რაფოთ ფრიად ძირითურთ აღმოფხურად მისა; ხოლო აღმოვჰფხურათ ესრეთ, უკუეთუ ვჰგონებდეთ, ვითარმედ განვარისხებთ ღმერთსა, უკუეთუ ვეშურებოდით მოყუსისა კეთილსა. ეგრეთვე დავატკბობთ ღმერთსა ჩუენ ზედა, უკუეთუ ვიხარებდეთ კეთილსა ზედა მოყუსისასა. ამისთჳს პავლე გუამცნებს სიხარულსა მოხარულთა თანა და ტირილსა მტირალთა თანა, რაჲთა ორკერძოვე დიდ ვიქმნეთ სულითა; დაღაცათუ ჩუენ არა დავშურეთ, თანაზიარ შრომისა მათისა ვიქმნნეთ, რომელთათჳს გჳხაროდის. ეგრეთ უკუე ვიღუაწოთ აღმოფხურად ჩუენგან შურისა, რაჲთა საუკუნეთა მათ კეთილთა მივემთხჳნეთ მადლითა და კაცთმოყუარებითა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა ჰშუენის დიდებაჲ სულით წმიდითურთ აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამენ.

სრულად ნახვა