მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 12:5

4. ვითარცა ერთსა მას გუამსა მრავალ ასოებ აქუს, ხოლო ასოებსა მას ყოველსა არა იგივე საქმე აქუს,5. ეგრეთცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ.6. ხოლო გუაქუს ჩუენ ნიჭები მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა თითო-სახედ, გინა თუ წინაწარმეტყუელებაჲ საზომისაებრ სარწმუნოებისა,
ჰრომაელთა მიმართ თავი 12
5. ეგრეთცა ჩუენ ყოველნი ერთ გუამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თითოეული ურთიერთას ასოებ ვართ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ჲე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „თქუენ არა იცით არცა ერთი, არცა განგიზრახავს, ვითარმედ უმჯობეს არს ჩუენდა, რაჲთა ერთი კაცი მოკუდეს ერისათჳს, და არა ყოველი ნათესავი წარწყმდეს. ხოლო ესე თავით თჳსით არა თქუა, არამედ წინაჲსწარმეტყუელა, რამეთუ მღდელთმოძღუარი იყო“ (11,49-51).:

...თა, რამეთუ გონებით სხუასა სახესა ზედა იყო და წინააღმდგომი მისისა ნებისაჲ იქმნა, რამეთუ ვინაჲთგან იგი მოკუდა, ამისთჳს საუკუნოჲსა საშჯელისაგან განთავისუფლდეს მორწმუნენი. და ვითარცა წერილ არს, შემოკრიბნა შორიელნი და მახლობელნი და ყოველნი ერთგუამ-ყვნა, ; და აწ მჯდომარესა ჰრომს შინა ჰინდოეთს მყოფნი იგი მორწმუნენი ასოდ თჳსად შეურაცხიან. რაჲ არს ამის ერთობისა უზეშთაეს? და ყოველთა თავ ქრისტე არს.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და მიერითგან განიზრახეს ჰურიათა მოკლვაჲ მისი“ (11,53).

თ ა რ გ მ ა ნ ი: და იგინი პირველითგან ეძიებდეს მას მოკლვად, ვი-თარცა თქუმულ არს, ვითარმედ: „ეძიებდეს მას მოკლვად“, ; (7,1) არამედ მა-შინ ოდენ ეძიებდეს, ხოლო აწ დაამტკიცეს გულისსიტყუაჲ მათი და იწყეს ჴელ-ყოფად საქმისა მის.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ხოლო იესუ არღარა განცხადებულად ვიდოდა ჰურიასტანს“ (11,54).

თ ა რ გ მ ა ნ ი: კუალად კაცობრივ იმალვის, ხოლო მიზეზი მითქუამს მრავალგზის, რაჲსათჳს წარვიდის.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და იქცეოდა მახლობელად უდაბნოსა, ქალაქსა, რომელსა სახელი ერქუა ეფრაიმ, და მუნ იქ...

სრულად ნახვა