მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 12:1

1. გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი.2. და ნუ თანა-ხატ ექმნებით სოფელსა ამას, არამედ შეიცვალენით განახლებითა მით გონებისა თქუენისაჲთა, რაჲთა გამოიცადოთ თქუენ, რაჲ-იგი არს ნებაჲ ღმრთისაჲ: კეთილი, სათნოჲ და სრული.
ჰრომაელთა მიმართ თავი 12
1. გლოცავ თქუენ, ძმანო, მოწყალებათათჳს ღმრთისათა, წარუდგინენით ჴორცნი ეგე თქუენნი მსხუერპლად ცხოველად, წმიდად, სათნოდ ღმრთისა მეტყუელი ეგე მსახურებაჲ თქუენი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იაკობის ცოლები ღვთის ნებას ემორჩილებიან (31:10–18):

...წინააღმდეგობას მათ, ვინც ზიანის მოტანას ცდილობს; არამედ დიდსულოვნად ვიტანოთ, იმის ცოდნით, რომ ყოვლის უფალი არ მოგვიძაგებს, ოღონდ ჩვენი მხრიდან კეთილგონიერება გამოვავლინოთ: „ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი" (). სწორედ ამიტომ იაკობმაც თქვა: „არა უტევა მას ღმერთმან ბოროტის-ყოფად ჩემდა". მაშინ, როცა ლაბანს ჩემი შრომის ჯილდოს მოტაცება სურდა, უფალმა ასეთი სიუხვით გამოგვიჩინა თავისი მოწყალება, რომ მთელი მისი ქონება ჩვენ გადმოგვცა. ხედავდა რა, რომ სამსახურს კეთილსინდისიერად ვიხდიდი, ხოლო ის არასათანადოდ მექცეოდა, უფალმა ასეთი განგება გამოგვიჩინა. და, რომ ამას არა უმიზეზოდ ვამბობ და არა ტყუილად მინდა ლაბანის ბრალდება, ღმერთი მყავს მოწმედ თქვენი მამის ყველა საქციელის ჩემ მიმართ. „რამეთუ მე ვიხილე, — ამბობს, — რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ" — რადგან არა მხოლოდ ჯილდოს მოგტაცა, არამედ აღარც ისე მოგეპყრობა, როგორც ადრე, და თავისი განზრახვებიც შეიცვალა. „მე ვარ ღმერთი შენი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა ღმრთისასა, სადა-იგი სცხე ჩემდა ძეგლსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ" (). უფალს სურს ამგვარად იაკობს...

სრულად ნახვა
საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ისაკის სიმშვიდე და ჭების გამო წინააღმდეგობა (26:17-22):

...), სწორედ ამას ისაკი საქმით უკვე ასრულებდა. და როგორც დავითი საულის ძლიერ სიძულვილს ამშვიდებდა — განშორდებოდა და საშინელებასროებას თავს არიდებდა, ამით მის ძლიერ გაღიზიანებას ალბობდა, — ზუსტად ასევე ეს მართალიც სამოციქულო სიტყვას ასრულებდა: „ეცით ადგილ რისხვასა" (). ქალაქი დატოვა და ხევში გადავიდა (და დასახლდა). მაგრამ შეხედე, როგორ იქცეოდა იქაც დიდი სიმშვიდით, რადგან მისი მწუხარებანი ამით არ დასრულდა, არამედ, როცა იქ იყო და ჭების თხრას აპირებდა, მცხოვრებნი მის წინააღმდეგ აღდგნენ. „მო-ვე-თხარა", — ამბობს (წერილი), — „ჯურღმულები იგი წყალისა, რომელ თხარეს მონათა" მისი „მამისა მისისათა, და დაყუეს იგი ფილისტიმელთა", ... და დასდვა მათ სახელები, რაც მამამ დაარქვა. „და თხარეს მონათა ისაკისთა" ... „და პოვეს" ... „ჯურღმული წლისა ცხოველისაჲ", ანუ ისეთი, რომელიც ძირიდან ზემოთ ამოდიოდა ნაკადულივით. „და ჰლალვიდეს მწყემსნი იგი გერარელთანი" ... „და იტყოდეს, ვითარმედ: მათი არს წყალი იგი" (დაბ 26:18–20).

მაგრამ აქაც მართალი არ დავობს, არ წინააღმდეგობს, არამედ მწყემსებსაც კი უთმობს. სწორედ ეს არის ჭეშმარიტი სიმშვიდე — როცა ვინმე არა მხოლოდ უძლიერესთაგან იტანს შეურაცხყოფას,...

სრულად ნახვა
საუბარი 44. „ხოლო აღიმსთო აბრაჰამ განთიად" (დაბ 19:27)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
6. იოსების უმანკოება და სულიერი ბრძოლა:

...ულნი, თავად ეშმაკს სახეში დავარტყათ. ის ვერ იტანს ასეთი იარაღიდან გამოსხივებულ ელვას, და თუნდაც ეცადოს წინააღდგომას, მისი მზერა მაშინვე ბრმავდება. სულიწმიდის მადლი კი უხვად მოეფინება იქ, სადაც უმანკოება, პატიოსნება და სხვა სათნოებები ერთიანდება; ამიტომაც ამბობდა პავლე: „ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით" () და „სიწმიდესა" (). მაშ, გთხოვთ, განვიწმინდოთ სინდისი და გონება, რათა ყოველი არაწმინდა აზრისგან გათავისუფლებულნი, სულიწმიდის მადლი მოვიზიდოთ, ეშმაკის მზაკვრობას ვძლიოთ და საუკუნო, გამოუთქმელი სიკეთეებით ტკბობის ღირსნი გავხდეთ, რისიც ღირსნი გავხდეთ ყველანი, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლის თანა მამასა, სულიწმიდითურთ, დიდება, ძალა, პატივი, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

სრულად ნახვა
საუბარი 33. „აბრაამ იყო მდიდარ ფრიად" (დაბ 13:2–4)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
5. თავმდაბლობა — ჭეშმარიტი ამაღლების გზა:

...ლი გახდა.

5. თავმდაბლობა — ჭეშმარიტი ამაღლების გზა

მაგრამ, რომ ზედმეტად არ გავაგრძელოთ საუბარი, აქ შევწყვიტოთ სიტყვა, ხოლო დანარჩენი მომდევნო დღისთვის დავტოვოთ, გთხოვოთ რა, მიბაძოთ პატრიარქს და არასდროს იტაცოთ პირველობას, არამედ მიჰყვეთ ნეტარ პავლეს, რომელიც ამბობს: „პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით" (), — და ყველაფერში საკუთარი თავის დამდაბლებას ეცადოთ. ეს თვითდამდაბლება სწორედ ის არის, რაც პირველობას მოგვაპოვებინებს, როგორც ქრისტემაც თქვა: „რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, ამაღლდეს" (). მაშ, რა შეედრება იმ საქციელს, როცა ჩვენ სხვებს პირველობას ვუთმობთ და ამით თავად უფრო დიდ პატივს ვაღწევთ და სხვებს უპირატესობას ვაძლევთ და ამით თავად უმაღლეს პატივზე ავდივართ? ამაზე გთხოვთ ვიღვაწოთ, რომ მიბაძოთ პატრიარქის თავმდაბლობას, და ჩვენ, მადლის ქვეშ მყოფთ, ვიაროთ იმის კვალზე, ვინც ჯერ კიდევ რჯულამდე ასეთი სიბრძნისმოყვარეობა გამოავლინა. მართლაც, ჭეშმარიტი თავმდაბლობა გამოავლინა ამ საკვირველმა კაცმა იმ ადამიანის მიმართ, ვინც არამხოლოდ სათნოებით, არამედ ასაკით და ყოველმხრივ გაცილებით დაბლა იდგა. დაფიქრდი მხოლოდ იმაზე, რომ მოხუცმა ახალგაზრდას დაუთმო, ბიძამ — ძმისწულს, ღვთის ასეთი კეთილგანწყობის...

სრულად ნახვა
თავი ვ̂. მცნებაჲ ვიეთიმე, განთჳსებულად, და კუალად — ზიარად და ზოგად ყოველთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უფალი ახლოს არს, ნურარას ზრუნავთ (4,5-6).:

...მღებელი ჭირთა მათგან, მათ მიერ შემთხუეულთა.

მოციქულისაჲ: უფალი ახლოს არს, ნურარას ზრუნავთ (4,5-6).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან ახლოს არს მომავალი იგი მსაჯულად და განმკითხველაღ ესევითართა, მას მიუტევეთ ყოველი ზრუნვაც საქმეთაებრ მიგებისაჲ, რომლისაგან გესმის: "ჩემი არს შურისგებაჲ და მე მივაგო" (); ხოლო თქუენ ყოველსავე თავს-იდებდით სასოებითა მის მიერისა მისაგებელისაჲთა, და ნუ ზრუნავთ ჭირთა და დევნულებათა განგრძობისათჳს, რამეთუ ახლოს არს უფალი, რომელმან არა გიტევნეს განცდად უმეტეს ძალისა თქუენისა; და მისისა მის მეორედ მოსლვისა და საქმეთაებრისა მისაგებელისა ჴსენებაჲ დაავიწყებს კაცსა ყოველთა ზრუნვათა სოფლიოთა, რაჲთა არა გული-უთქუმიდეს, ხედვიდეს რაჲ შუებასა და განსუენებასა ვიეთსამე, მეცნიერებითა ამისითა, ვითარმედ ახლოს არს დღე სიკუდილისაჲ და ჟამი განკითხვისაჲ.

მოციქულისაჲ: არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ (4,6).

თარგმანი: პირველად მოგუაცალებს ყოველთა ზრუნვათაგან, და ეგრეთღა შემოკრებულითა და მიმოგანუბნეველითა გონებითა წარდგომად ლოცვათა შინა, და დასაბამად ვედრებათა — მადლობასა გუამცნებს; ესე იგი არს, რაჲთა არა ხოლო განსუენებასა, არამედ ჭირსაცა და განსაცდელსა შ...

სრულად ნახვა
თავი ა̂. მადლობაჲ ფილიპელთა სათნოებისაჲ და ლოცვაჲ სრულებისა მათისათჳს
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ამას ვილოცავ, რაჲთა სიყუარული ეგე თქუენი უფროჲს და უმეტეს გარდაერიოს მეცნიერებითა და ყოვლითა ფრთხილებითა (1,9).:

...სა, რაჲთა უწყოდინ, თუ ვიეთი უჴმს სიყუარული. ცხად არს, ვითარმედ —მართლმორწმუნეთა და მარგებელთა სულისათაჲ, ანუ ვიეთ — არა-სიყუარული; ცხად არს, ვითარმედ — ურწმუნოთა და ბოროტადმორწმუნეთა და მავნებელთა სულისათაჲ, რომელთათჳს სხუასა ადგილსა გუეტყჳს, ვითარმედ: "შესაძლებელ თუ იყოს, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით" (). ესე ამისთჳს, რამეთუ საღმრთოჲსა გზისა განმდრეკელთა თანა მშჳდობის-ყოფაჲცა ძლით შესაძლებელ არს, არათუმცა სიყულიცა.

მოციქულისაჲ: რაჲთა გამოიცადოთ თქუენ უმჯობესი იგი, იყვნეთ თქუენ ჭეშმარიტ და დაუბრკოლებელ დღედმდე ქრისტე იესუჲსა (1,10).

თარგმანი: გამოცდილებასა ითხოვს, რაჲთა არა ვნებული სიყუარული შევიწყნაროთ, ვითარცა უვნებელი, და უდარესი ნაწილი მისი შევჰრაცხოთ უმჯობესად, რაჟამს მეგობარმან მან სახითა სიყუარულისა.ითა შთამოგვთესოს სიდრკუვე ანუ სარწმუნოებისა მიმართ, გინა საქმეთა კეთილთა. ამისთჳს გჳჴმს ჭეშმარიტ ყოფაჲ ღმრთისა მიმართ და დაუბრკოლებელ ყოფაჲ ძმათა მიმართ, რამეთუ მრავალთა დააბრკოლებს სიყუარული მორწმუნისაჲ ურწმუნოჲსა მიმართ, და მეგობრობაჲ მართლმადიდებელისაგან მწვალებელისა მიმართ; ხოლო დაბრკოლებაჲ ვისიმე, მიზეზითა სამართალისაჲთა, საშჯელისა თანამდებ ჰყოფს კაცსა, არამედ მარადის საჴმარ არს ჩუ...

სრულად ნახვა