მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 12:19

18. უკუეთუ შესაძლებელ არს თქუენ მიერ, ყოველთა კაცთა თანა მშჳდობასა ჰყოფდით.19. ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი.20. არამედ შიოდის თუ მტერსა შენსა, პური ეც მას; და, სწყუროდის თუ, ასუ მას; რამეთუ ესე რაჲ ჰყო, ნაკუერცხალი ცეცხლისაჲ შეჰკრიბო თავსა მისსა.
ჰრომაელთა მიმართ თავი 12
19. ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 57. „და იყო, ვითარცა შვა რაქელ იოსები" (დაბ 30:25)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. იაკობის ცოლები ღვთის ნებას ემორჩილებიან (31:10–18):

...წინააღმდეგობას მათ, ვინც ზიანის მოტანას ცდილობს; არამედ დიდსულოვნად ვიტანოთ, იმის ცოდნით, რომ ყოვლის უფალი არ მოგვიძაგებს, ოღონდ ჩვენი მხრიდან კეთილგონიერება გამოვავლინოთ: „ნუ თავით თჳსით შურსა ეძიებთ, საყუარელნო, არამედ ეცით ადგილ რისხვასა, რამეთუ წერილ არს: ჩემი არს შურის-გებაჲ, და მე მივაგო, იტყჳს უფალი" (). სწორედ ამიტომ იაკობმაც თქვა: „არა უტევა მას ღმერთმან ბოროტის-ყოფად ჩემდა". მაშინ, როცა ლაბანს ჩემი შრომის ჯილდოს მოტაცება სურდა, უფალმა ასეთი სიუხვით გამოგვიჩინა თავისი მოწყალება, რომ მთელი მისი ქონება ჩვენ გადმოგვცა. ხედავდა რა, რომ სამსახურს კეთილსინდისიერად ვიხდიდი, ხოლო ის არასათანადოდ მექცეოდა, უფალმა ასეთი განგება გამოგვიჩინა. და, რომ ამას არა უმიზეზოდ ვამბობ და არა ტყუილად მინდა ლაბანის ბრალდება, ღმერთი მყავს მოწმედ თქვენი მამის ყველა საქციელის ჩემ მიმართ. „რამეთუ მე ვიხილე, — ამბობს, — რასა-იგი ლაბან გიყოფს შენ" — რადგან არა მხოლოდ ჯილდოს მოგტაცა, არამედ აღარც ისე მოგეპყრობა, როგორც ადრე, და თავისი განზრახვებიც შეიცვალა. „მე ვარ ღმერთი შენი, რომელი გეჩუენე შენ ადგილსა ღმრთისასა, სადა-იგი სცხე ჩემდა ძეგლსა და აღმითქუ მე აღთქუმაჲ" (). უფალს სურს ამგვარად იაკობს...

სრულად ნახვა
საუბარი 52. „სთესა ისაკ მას წელსა" (დაბ 26:12)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. ისაკის სიმშვიდე და ჭების გამო წინააღმდეგობა (26:17-22):

...), სწორედ ამას ისაკი საქმით უკვე ასრულებდა. და როგორც დავითი საულის ძლიერ სიძულვილს ამშვიდებდა — განშორდებოდა და საშინელებასროებას თავს არიდებდა, ამით მის ძლიერ გაღიზიანებას ალბობდა, — ზუსტად ასევე ეს მართალიც სამოციქულო სიტყვას ასრულებდა: „ეცით ადგილ რისხვასა" (). ქალაქი დატოვა და ხევში გადავიდა (და დასახლდა). მაგრამ შეხედე, როგორ იქცეოდა იქაც დიდი სიმშვიდით, რადგან მისი მწუხარებანი ამით არ დასრულდა, არამედ, როცა იქ იყო და ჭების თხრას აპირებდა, მცხოვრებნი მის წინააღმდეგ აღდგნენ. „მო-ვე-თხარა", — ამბობს (წერილი), — „ჯურღმულები იგი წყალისა, რომელ თხარეს მონათა" მისი „მამისა მისისათა, და დაყუეს იგი ფილისტიმელთა", ... და დასდვა მათ სახელები, რაც მამამ დაარქვა. „და თხარეს მონათა ისაკისთა" ... „და პოვეს" ... „ჯურღმული წლისა ცხოველისაჲ", ანუ ისეთი, რომელიც ძირიდან ზემოთ ამოდიოდა ნაკადულივით. „და ჰლალვიდეს მწყემსნი იგი გერარელთანი" ... „და იტყოდეს, ვითარმედ: მათი არს წყალი იგი" (დაბ 26:18–20).

მაგრამ აქაც მართალი არ დავობს, არ წინააღმდეგობს, არამედ მწყემსებსაც კი უთმობს. სწორედ ეს არის ჭეშმარიტი სიმშვიდე — როცა ვინმე არა მხოლოდ უძლიერესთაგან იტანს შეურაცხყოფას,...

სრულად ნახვა
თავი ვ̂. მცნებაჲ ვიეთიმე, განთჳსებულად, და კუალად — ზიარად და ზოგად ყოველთაჲ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უფალი ახლოს არს, ნურარას ზრუნავთ (4,5-6).:

...მღებელი ჭირთა მათგან, მათ მიერ შემთხუეულთა.

მოციქულისაჲ: უფალი ახლოს არს, ნურარას ზრუნავთ (4,5-6).

თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: ვინაჲთგან ახლოს არს მომავალი იგი მსაჯულად და განმკითხველაღ ესევითართა, მას მიუტევეთ ყოველი ზრუნვაც საქმეთაებრ მიგებისაჲ, რომლისაგან გესმის: "ჩემი არს შურისგებაჲ და მე მივაგო" (); ხოლო თქუენ ყოველსავე თავს-იდებდით სასოებითა მის მიერისა მისაგებელისაჲთა, და ნუ ზრუნავთ ჭირთა და დევნულებათა განგრძობისათჳს, რამეთუ ახლოს არს უფალი, რომელმან არა გიტევნეს განცდად უმეტეს ძალისა თქუენისა; და მისისა მის მეორედ მოსლვისა და საქმეთაებრისა მისაგებელისა ჴსენებაჲ დაავიწყებს კაცსა ყოველთა ზრუნვათა სოფლიოთა, რაჲთა არა გული-უთქუმიდეს, ხედვიდეს რაჲ შუებასა და განსუენებასა ვიეთსამე, მეცნიერებითა ამისითა, ვითარმედ ახლოს არს დღე სიკუდილისაჲ და ჟამი განკითხვისაჲ.

მოციქულისაჲ: არამედ ყოვლითა ლოცვითა და ვედრებითა მადლობით თხოვანი ეგე თქუენნი საცნაურ იყვნედ ღმრთისა მიმართ (4,6).

თარგმანი: პირველად მოგუაცალებს ყოველთა ზრუნვათაგან, და ეგრეთღა შემოკრებულითა და მიმოგანუბნეველითა გონებითა წარდგომად ლოცვათა შინა, და დასაბამად ვედრებათა — მადლობასა გუამცნებს; ესე იგი არს, რაჲთა არა ხოლო განსუენებასა, არამედ ჭირსაცა და განსაცდელსა შ...

სრულად ნახვა