მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2298 განმარტება

წყეულ იყავნ მოქმედი საქმისა ღვთისასა უდებებით (იერემია 48, 10)

ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! საღმრთოსა სჯულსა ჩვენსა, ვითარცა იცით თქვენცა ყოველთა, აქვს ორი კერძო, ანუ ორი მხარე: სწავლა და მოქმედება, სიტყვა და საქმე, ანუ კიდევ: ჰაზრი და ცხოვრება. ჭეშმარიტი, ნამდვილი ქრისტიანე ის არის, რომელსაც ორივე ესე აქვს მითვისებული და დაცული ისე, როგორადაც გვასწავლის წმინდა მართლ-მადიდებელი ეკლესია. თუ შენ, ძმაო, გსურს, რომ მართლა სრული და ჭეშმარიტი ქრისტიანე იყო, პირველად, ჰაზრი უნდა გქონდეს...

1. იაკობის ანდერძი და რუბენის პირმშოობის დაკარგვა (49:1-4)

წინა საუბარში იაკობის შესახებ საუბრის დასრულება დაგპირდით, მაგრამ, რადგან ჩვენი სიტყვა ზედმეტად გაგრძელდა, დაპირება ბოლომდე ვერ შევასრულეთ. ამიტომ დღეს სურვილი მაქვს, წინა საუბრებიდან დარჩენილი შემოგთავაზოთ, რათა დღეს მაინც, თუ ღმერთი ინებებს, ბოლომდე მივაღწიოთ. მაგრამ ჯერ, საყვარელნო, იმის შეხსენება გვმართებს, სად შევაჩერეთ წინა ჯერზე ჩვენი სიტყვა და რით დავასრულეთ შეგონება. თქვენ, რასაკვირველია, იცით და გახსოვთ, რომ როცა მართალმა,...

ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ვინაიდგან, მადლითა და შეწევნითა ცხოველს-მყოფელისა სამებისათა დღეს ვაკურთხეთ საყდარი ესე, აღშენებული მისსა სახელსა ზედა, აწ, მისითავე შეწევნითა და ძალითა, აღვხსნათ და შევიტყოთ რა ძალი და მნიშვნელობა აქვს საყდარსა ჩვენ, ადამიანთათვის.

ამა საგანსა მშვენივრად და ღვთივ-გონიერად აღგვიხსნის წინასწარმეტყველი და მეფე დავით ერთსა შინა ფსალმუნსა თვისსა, რომელიც კიდეც ხშირად წაიკითხების და გესმისთ თქვენ საყდარსა შინა. ამოვკრიბოთ რომელნიმე მუხლნი ამ ფსალმუნისაგან და...

გამოიყვანეთ საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა (ფსალ.)

წმიდა წინასწარმეტყველი და მეფე დავით, სხვათა შორის ლოცვათა, ერთხელ ესრეთ ევედრებოდა ღმერთსა: გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა. რისთვის ევედრებოდა ესრედ იგი ღმერთსა? განა იგი როდისმე იყო დაჭერილი საპყრობილეში? არა, იგი იყო მეფე, მჯდომარე ტახტსა ზედა, და არაოდეს არ ყოფილა ჩაგდებული საპყრობილეში. სჩანს, იგი იტყოდა არა ხილული, გარეგანი საპყრობილისათვის. სულიერი საპყრობილე ის არის, როდესაც კაცი არის...

საუბარი 11. იმის შესახებ, რომ სათნოებისთვის დიდი მოშურნეობაა საჭირო
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge

1. ზომიერება და წესრიგი ღვთის ქმნილებაში

ვიცი, რომ წინა დღეებში თქვენს გონებას ღრმა მსჯელობით ვაკავებდი; ამიტომ დღეს უფრო მსუბუქი სწავლება მინდა შემოგთავაზოთ. როგორც მარხვით დაქანცული სხეული გარკვეულ დასვენებას საჭიროებს, რათა ცოცხალი მოშურნეობით კვლავ მარხვის ღვაწლს მიემართოს, ისე სულიც მოსვენებასა და სიმშვიდეს მოითხოვს. არ შეიძლება მუდამ მისი დაძაბვა, არც მუდამ მოდუნება; არამედ ზოგჯერ ერთი უნდა გაკეთდეს, ზოგჯერ მეორე, და ამგვარად მოვმართოთ როგორც სულის მდგომარეობა, ისე ხორცის გულისთქმანი....

წინასიტყვა - ჰრომაელთა ებისტოლისაჲ
წიგნის მიმოხილვა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პირი ჰრომაელთა ებისტოლისაჲ, თუ რომლისა მიზეზისათჳს მიუწერა მათ ესე ებისტოლე

მიუწერა კორინთით, ჰრომს მყოფთა მორწმუნეთა — წარმართთაგანთა და ჰურიათაგანთა — რაჟამს არღა ეხილნეს იგინი, არამედ ასმიოდა მათთჳს და სუროდა ხილვაჲ მათი; და პირველად აქებს სარწმუნოებასა მათსა, რამეთუ ხედვიდა მას ყოველგან განთქუმულსა; და მერმე ეტყჳს, ვითარმედ — "მრავალ გზის ვინებე თქუენდა მოსლვად და ვერ უძლე"; და მერმე ასწავლის და უთხრობს წოდებისათჳს წარმართთაჲსა, და ვითარმედ წინადაცუეთაჲ ვიდრე ჟამ რავდენმე იყო და აწ...

თავების მიმოხილვა - ჰრომაელთა ებისტოლისაჲ
წყაროს მიმოხილვა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

თავნი ჰრომაელთა ებისტოლისანი (რომელთა შინა არიან განყოფილებანიცა რომელთამე თავთანი, რომელთა ზედა არს სასწაული ესე * რომელსა ეწოდების ასტერისკოჲ; რამეთუ რაჟამს ერთისა რაჲსამე პირისათჳს იტყჳნ და მას შინა სხუაჲ პირი შემოვიდის, იგი აღნიშული არს ასტერისკოჲთა და კიდე აღირიცხუვის, და დიდნი თავნი კიდე აღირიცხუვიან)

ა̂. სწავლაჲ სახარებისაჲ მადლისათჳს და სასოებისა და მოქალაქობისა სულიერისა და სასჯელისათჳს წარმართთაჲსა, რომელნი არა იცვენ ბუნებითსა რჩულსა.

ბ̂. სასჯელისათჳს ჰურიათაჲსა, რომელნი არა*...

წინასიტყვა - ებისტოლე
წიგნის მიმოხილვა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

წმიდისა მამისა ჩუენისა კჳრილე ალექსანდრიელ მთავარეპისკოპოსისა, რომელმან თარგმნნა ყოველნივე საწინაჲსწარმეტყუელონი წიგნნი და აღწერნა სხუანი წიგნნი მრავალნი, ებისტოლე სხჳსა ვისმე ეპისკოპოსისა მიმართ, რომელი ვედრებულ იყო მისდა, რაჲთამცა აღწერა მოკლე თარგმანებაჲ წმიდისა მოციქულისა პავლეს ებისტოლეთაჲ

მოსწრაფებაჲ და სწავლის მოყუარებაჲ სიწმიდისა შენისაჲ ფრიად მთნდა მე, წმიდაო მამაო, და ამისთჳს მორჩილებითა შენითა ძნელსა საქმესა ჴელ-ვყავ, და მოსწრაფებაჲ ფრიადი შორის შემოვიღე, რაჲთამცა დავაწესე...

წინასიტყვა - კორინთელთა პირველისა ებისტოლისაჲ
წიგნის მიმოხილვა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

პირი კორინთელთა მიმართ პირველისა ებისტოლისაჲ

ესე ებისტოლე მიუწერა ეფესოჲთ, რამეთუ ეხილნეს პირველ კორინთელნი და ესწავა მათდა, ხოლო მოაჴსენებს მათ ამის ებისტოლისა მიერცა სწავლათა თჳსთა. ხოლო მიზეზი ებისტოლისა მის ესე იყო, რამეთუ კორინთელნი შეკრებასა შინა მათსა ცილობათა იქმოდეს და რომელიმე სხუასა იტყოდა და რომელიმე სხუასა, და არა აქუნდა ერთობაჲ, და ამისთჳს უგულებელს-ყო ყოველივე წესიერებაჲ და აქუნდა ფრიადი განწვალებაჲ. და ერთსა ვისმე მათგანსა მამის ცოლი ცოლად შეერთო და სხუათა ენება ცოლთა მათთა...

წინასიტყვა II - კორინთელთა პირველისა ებისტოლისაჲ
წიგნის მიმოხილვა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

მიზეზი კორინთელთა ებისტოლისაჲ

ხედვიდა ეშმაკი ქალაქსა მას კორინთისასა, ვითარმედ ესრეთ დიდ იყო და კერპთმსახურ და მოიქცა უფლისა მიმართ. ამისთჳს აცთუნნა ვიეთნიმე მათგანნი მდიდარნი და ფილაფოსნი, და თავით თჳსით, თჳნიერ კურთხევისა, წინამძღურობდეს ერსა შორის სულიერთა საქმეთა ზედა და ამისთჳს მრავალნი ერისა მისგანნი შეუდგეს მდიდართა მათ, ვითარცა უმეტესისა რაჲსამე შემძლებელთა, და ფილაფოსთა მათ, ვითარმცა უმჯობესად მოციქულისასა რასმე ასწავლიდეს და ამისთჳს მრავალნი განწვალებანი იქმნებოდეს მათ შორის, ხოლო...

თავების მიმოხილვა - კორინთელთა პირველისა ებისტოლისაჲ
წყაროს მიმოხილვა
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

თავნი კორინთელთა ებისტოლისანი, რომელთაგანნი რომელნიმე განყოფილ არიან სხუათა პირთა მიერ, რომელთა ზედა არს სასწაული ჯუარისაჲ

ა̂. არა განწვალებისათჳს ურთიერთას.

  • (ՙა̂) რომელსა შინა შემოვიდა პირი სიბრძნისათჳს კაცობრივისა და სიბრძნისა საღმრთოჲსა.

  • (ՙბ̂) მსახურთათჳს.

  • (ՙგ̂) არა-განკითხვისათჳს მოყუასთაჲსა.

  • (ՙდ̂) არა-ზუაობისათჳს.

ბ̂. მსიძავთათჳს და სიძვისათჳს, და რომელნი მსიძავთა ეზიარებოდინ ბოროტსა მას ზედა.

გ̂. ვითარმედ არა ჯერ-არს რაჲთა განიშჯებოდინ ურთიერთას და უფროჲსად ურწმუნოთა...

მინაწერი
თემატური კომენტარი
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

სხუაჲ

და უკუეთუ გნებავს სხუებრცა ვთარგმნოთ ესე, ვითარმედ: ქრისტჱს მაგიერ თქუა ესე სიტყუაჲ: იტყჳს რომელი წამებს ამას, ესე იგი არს, რომელი გამოგჳცხადებს, ქრისტე, ვითარმედ: მოვალ ადრეო. და კუალად თჳთ მოციქული იტყჳს, ვითარმედ: მოვედ, უფალო, უფალო იესუ ქრისტეო, რამეთუ სასურველ არს წმიდათათჳს ქრისტჱს მოსლვაჲ, რომელი მისცემს თითოეულსა შრომისა მისისა სასყიდელსა მრავალ წილად სასუფეველსა ცათასა, რომლისა მიმართ მიგჳძღჳს წმიდაჲ ესე წიგნი, უკუეთუ ოდენ ჩუენცა ტაძარი იგი სულისაჲ წმიდა-ვყოთ, ვითარცა ოქროჲ...

წინასიტყვა
წიგნის მიმოხილვა
ანდრია კესარიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

წმიდისა მამისა ჩოჳენისა ანდრიაჲს მთავარეპისკოპოსისა კესარია-კაბადოჳკიელისა თარგმანებაჲ გამოცხადებისაჲ წმიდისა იოვანე მახარებელისა,

რომელი სთხოვა სხუამან ეპისკოპოსმან, და ამან მიწერა ესე მისა.

გუაკურთხენ, უფალო!

უფალსა ჩემსა და ძმასა და ჩემ თანა მღდელსა უფლისა მიერ გახარებ.

მრავალთა მიერ მრავალ-გზის აღვიძულე, რომელთა-იგი აქუნდა ჩემდა მომართ იჭჳ უზეშთაჱსი ჩემისა ძალისაჲ, რაჲთამცა ვთარგმნე ღმრთის-მეტყუელისა იოვანჱს გამოცხადებაჲ და წინაწარმეტყუელებანი იგი მომავალთა საქმეთანი გამოვაცხადენ....

შესავალი თავი 1
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

თარგმანი ძნიად გულისხმის-საყოფელთა მოციქულისა პავლეს სიტყუათაჲ, გამოკრებული თარგმანებათაგან წმიდისა იოვანე ოქროპირისა თქუმულთაგან

ებისტოლე მოციქულთათვის თავი 1
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus

ებისტოლჱ ეპ̃ტსი მოციქულთათჳს, თუ სადა ქადაგეს

ა̂. პეტრე პონტოს, გალატიას, კაბადუკიას და ბითჳნიას და ასიას და იტალიას ქადაგა სახარებაჲ და თავ-დაქცევით ჯუარს-ეცუა, და მუნ დაეფლა.

ბ̂. ანდრია სკჳთთა და თრაკთა უქადაგა და ჯუარს-ეცუა პატრას აქაჲაჲსსა და მუნ დაეფლა.

გ̂. იოვანე ასიას ქადაგა დომენტიანე მეფისა ზე. ექსორია-იქმნა პატმოს ჭალაკსა, სადაცა-იგი სახარებაჲ თჳსი აღწერა და გამოცხადებაჲ იხილა. და ტრაიანოზ მეფისა ზე მიიცვალა ეფესოს, რომლისა გუამი არღარა იპოვა.

დ̂. იაკობ, ძმაჲ მისი, ჰურიასტანს...

მინაწერი
თემატური კომენტარი
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

დაესრულა კათოლიკე იუდა მოციქულისაჲ, მუჴლი ჲ̂ჱ, თავნი დ.

დასრულდეს კათოლიკენი ებისტოლენი შჳდნი.

ხოლო ითარგმნა ბერძულისაგან ქართულად წიგნი ესე ღირსისა ეფრემ კარიჭის ძისა მიერ, რომლისა ჴსენებაჲ და კურთხევაჲ საუკუნო.

წინასიტყვა - იუდა მოციქულისა წიგნი კათოლიკე
წიგნის მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

უწყებაჲ მიზეზსა იუდაჲს კათოლიკისასა

ხოლო იუდა დასწერს თჳსსა მას ებისტოლესა ახლად მოქცეულთა მორწმუნეთა მიმართ ამის მიზეზისათჳს, რამეთუ შემოსრულ ვიეთნიმე იყვნეს მაცთურნი, რომელნი იტყოდეს, ვითარმედ არად სარგებელ არს კრძალვაჲ ცოდვისაგან, და უფალსა უარჰყოფდეს. ამისთჳს იიძულა მიწერად და განკრძალვად ძმათა, და პირველად ჰლოცავს, რაჲთა იღუაწონ დადგრომად სარწმუნოებასა მას ზედა მიცემულსა მათდა, და მერმე განგდებულ ჰყოფს ეგევითართა მათ, ვითარცა მაცთურთა და წარწყმედულთა, და ამცნებს, რაჲთა არცაღა ზიარებაჲ...

თავების მიმოხილვა - იუდა მოციქულისა წიგნი კათოლიკე
წყაროს მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

თავნი იუდაჲს კათოლიკისანი

ა̂. კრძალულებისათჳს ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა და განდგომილებისათჳს უღმრთოთა და ბილწთა კაცთაჲსა, რომელსა შინა იტყჳს ყოფადისა მისთჳს მათთჳს წარწყმედისა მსგავსად პირველთა მათ ცოდვილთა და უკეთურთა.

ბ̂. ვაებაჲ მათი მაცთურებისათჳს და უშჯულოებისა და სიბილწისა და გმ და მოპოვნებულისათჳს ორგულებისა. მედგრობით მიღებისათჳს ქრთამისა.

გ̂. განკრძალვისათჳს მათისა სარწმუნოებასა ზედა; წყალობისათჳს და კრძალვისა მოყუსისა, ცხორებისა და...

წინასიტყვა - განმარტებაჲ კათოლიკეთაჲ
წიგნის მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

თარგმანებაჲ კათოლიკეთა ებისტოლეთაჲ

უწყებაჲ მიზეზსა იაკობის კათოლიკისასა

იაკობ თჳსსა მას კათოლიკესა დასწერს ათორმეტთა ტომთაგან განთესულთა მათ მიმართ, რომელთა ჰრწმენა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტეს მიმართ, ხოლო მისწერს სამოძღურებელად ებისტოლესა ამას და ასწავებს განყოფილებისათჳს განსაცდელთაჲსა, თუ რომელი არს ღმრთისა მიერ, ანუ რომელი არს თჳსისა გულისაგან კაცთაჲსა, და ვითარმედ არა სიტყჳთ ხოლო, არამედ საქმით ჯერ-არს ჩუენებაჲ სარწმუნოებისაჲ, და ვითარმედ არა მსმენელნი სჯულისანი, არამედ მყოფელნი...

თავების მიმოხილვა - განმარტებაჲ კათოლიკეთაჲ
წყაროს მიმოხილვა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus

თავნი იაკობ მოციქულისა კათოლიკისანი

ა̂. მოთმინებისათჳს და სარწმუნოებისა შეუორგულებელისა და სიმდაბლისა მდიდართა მიმართ, რომელსა შინა იტყჳს ჩუენ შორის განჴურვებისა მისთჳს და მის მიერთა მათ ვნებათა, ვითარმედ არა ღმრთისაგან არს მიზეზი, არამედ, რაჲცა კეთილი არს ჩუენ შორის, იგი არს მის მიერ.

ბ̂. სიმშჳდისათჳს და სიწმიდისა და კეთილთა საქმეთათჳს; ნეტარებისათჳს მიცემისა; მეცნიერებისათჳს და წესიერად ზრახვისა.

გ̂. სიყუარულისათჳს თჳნიერ თუალთ-ხუმისა, მსგავსად შჯულისა.

დ̂. ვითარმედ არა სარწმუნოებითა...