მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

განმარტებები

მოიძებნა 2298 განმარტება

და იყო შემდგომად სამისა დღისა მოუწოდა პავლე, რომელნი-იგი იყვნეს მუნ ჰურიანი მთავარნი, და ვითარ მოკრბეს იგინი, ეტყოდა მათ: კაცნო ძმანო, მე არარაჲ ბოროტი ვქმენ ერისა მის თანა გინა სჯულისა მამულისა, და კრული იერუსალემით მივეცი ჴელთა ჰრომთასა, რომელთა განმიკითხეს მე და უნდა განტევებაჲ ჩემი. ამისთჳს, რამეთუ არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ იყო ჩემ თანა. და ვითარ-იგი სიტყუას უგებდეს ჰურიანი, ვიიძულე ღაღადის-გდებაჲ კეისრისაჲ. არა თუ ვითარმცა შესმენაჲ რაჲმე მედვა ნათესავისა ჩემისაჲ. ამის უკუე მიზეზისათჳს...

სარჩევი
და იყო შემდგომად სამისა დღისა მოუწოდა პავლე, რომელნი-იგი იყვნეს მუნ ჰურიანი მთავარნი, და ვითარ მოკრბეს იგინი, ეტყოდა მათ: კაცნო ძმანო, მე არარაჲ ბოროტი ვქმენ ერისა მის თანა გინა სჯულისა მამულისა, და კრული იერუსალემით მივეცი ჴელთა ჰრომთასა, რომელთა განმიკითხეს მე და უნდა განტევებაჲ ჩემი. ამისთჳს, რამეთუ არცა ერთი ბრალი სიკუდილისაჲ იყო ჩემ თანა. და ვითარ-იგი სიტყუას უგებდეს ჰურიანი, ვიიძულე ღაღადის-გდებაჲ კეისრისაჲ. არა თუ ვითარმცა შესმენაჲ რაჲმე მედვა ნათესავისა ჩემისაჲ. ამის უკუე მიზეზისათჳს გლოცევდ თქუენ, რაჲთა მოხჳდეთ და გიხილნე და გეტყოდი, რამეთუ სასოებისათჳს ისრაჱლისა ჯაჭჳ ესე ზედა-მაც მე (28,17-20).
და რომელნიმე ერჩდეს სიტყუათა მათ და რომელნიმე არა ერჩდეს. და შეუთქუმელ იყვნეს ურთიერთას და განვიდოდეს. თქუა პავლე სიტყუაჲ ერთი, ვითარმედ: კეთილად იტყოდა სული წმიდაჲ ესაიაჲს მიერ წინაჲსწარმეტყუელისა მამათა თქუენთა მიმართ და თქუა: მივედ ერისა ამის და არქუ მათ: სმენით გესმოდის და არა გულისჴმა-ჰყოთ და ხედვით ჰხედვიდეთ და არა იხილოთ, რამეთუ განზრქნა გული ერისაჲ ამის, და ყურითა მძიმედ ისმინეს და თუალნი მათნი დაიწუხნეს. ნუსადა იხილონ თუალითა და ყურითა ისმინონ და გულითა გულისჴმა-ყონ და მოიქცენ და განვკურნნე იგინი. საცნაურ უკუე იყავნ თქუენდა, რამეთუ წარმართთათჳს მოივლინე მაცხოვარებაჲ ღმრთისაჲ და მათცა ისმინონ (28,24-28).
მათეს სახარების განმარტება - თავი XXVIII
ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი
მთ: გვანცა კოპლატაძე

28:1-10 - აღდგომა და გამოცხადება დედებისთვის

1-8. ხოლო მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილ ვად საფლავისა მის. და აჰა ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი. ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი. მიუგო ანგელოზმან მან...

1. იაკობის რწმენით სავსე მოგზაურობა (28:13–29:20)

გუშინ მართლის მოგზაურობის დასაწყისმა საკმაოდ გვაჩვენა ჩვენ, რა დიდი იყო მისი სიბრძნისმოყვარეობა, რომლისთვისაც ღვთისგან ესოდენ დიდი აღთქმის ღირსი შეიქნა. შემდგომ, მან, გამხნევებულმა, ყოველთა ღმერთისადმი აღვლენილი თხოვნითა და ლოცვით არცთუ მცირე სწავლება მოგვცა ჩვენ ყველას, ოღონდ მოვინდომოთ მართლის სათნოებისადმი მიბაძვისკენ წამოწყებას. და მართლაც, საკვირველია, რომ იგი, აღმთქმელის ყოვლისშემძლეობის მცოდნე და მისგან ესოდენ დიდი აღთქმების მსმენელი,...

1. იაკობის ქორწინება და ეშმაკური ჩვეულებების მხილება (29:21-23)

იაკობის სიყვარულიდან რაქელის მიმართ გუშინ პავლე მოციქულის სიყვარულსა და ქრისტეს მიმართ დიდ ერთგულებაზე გადავედით და ვერ მოვასწარით, წინა საუბრის თანმიმდევრულ რიგს დავბრუნებოდით, თითქოს სწრაფმა ნაკადმა წაგვიღო. ამიტომ ახლა, თუ მოგეწონებათ, იმას მივუბრუნდეთ, რაც მომდევნო იყო, და გამოვავსოთ დარჩენილი, რომ ამ საუბრიდანაც საკმარისი სარგებელი მივიღოთ და ასე დავიშალოთ სახლებში. რადგან შვიდი წელი უკვე აღესრულა და ამდენი ხანი იაკობს...

1. იაკობის სიმშვიდე და ლაბანთან შეთანხმება (30:25–33)

დღეს, საყვარელნო, გუშინდელი საუბრის ნაშთი უნდა გადმოგცეთ, რათა ახლა მოსმენილიდანაც შეიცნოთ ღვთის მზრუნველობა იაკობის მიმართ და თავად მართლის ღვთისმოშიშობაც, და მის სათნოებას მიბაძოთ. უმიზეზოდ არ შეუნახავს სულიწმიდის მადლს ჩვენთვის წერილში ეს ყველა თხრობა — არამედ იმისთვის, რომ სათნოებიან ადამიანთა მიბაძვისა და შეჯიბრებისკენ წაგვეხალისებინა. და მართლაც, როცა ერთის მოთმინებას ვისმენთ, მეორის თავმდაბლობას, მესამის სტუმართმოყვარეობას და...

ძმანო ქრისტიანენო! წინასწარმეტყველი და მეფე დავით იტყვის ფსალმუნსა შინა: ნეტარ-არიან, რომელთა მიეტევნეს უსჯულოებანი და რომელთა დაეფარნეს ცოდვანი. ნეტარ-არს კაცი, რომელსა არა შეურაცხოს უფალმან ცოდვა, არცა არს პირსა მისსა ზაკვა (ფს. ლა, მუხ. ა. ბ.) თქვენ ხართ, ძმანო, დღეს მეძიებელნი ნეტარებისა ამის დიდისა, ვინაიდგან ლოცვითა და მარხვითა ემზადებით აღსარებასა და ზიარებასა და მოელით ცოდვათა მოტევებასა.

ერთობ ღრმა და შესანიშნავი არის, ძმანო, ის ოც-და-მეთერთმეტე ფსალმუნი, რომლისაგან მოვიყვანეთ...

სიტყვა ხარებასა ზედა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

აწინდელი დღესასწაული, ძმანო და დანო ჩემნო ქრისტიანენო, უნებრივად მიაქცევს გონებასა ჩვენსა დედა-კაცთა მიმართ და მოითხოვს ჩვენგან, რათა სიტყვა ჩვენ დღეს მოვიხმაროთ საკუთრად მათდა სასწავლებლად და დასარიგებლად მისთვის, რომელ პირი იგი, რომელსა დღეს წმიდა ეკკლესია აღამაღლებს და ადიდებს, იყო დედა-კაცი და მისცა დედა-კაცთა საკვირველი სახე ცხოვრებისა. თუ ვინმე, წინააღმდეგ ჩვენისა ამის განზრახვისა, სიტყვას მოგვიგებს ჩვენ და ესრეთ გვეტყვის: რა საჭირო არის საკუთარი სწავლა და დარიგება დედა-კაცებისათვის? ნუ...

1. იაკობის შიში ესავის წინაშე და ლოცვა ღვთისადმი (32:1–12)

ვიცი, რომ გუშინ საუბრის სიგრძემ დაგღალათ. მაგრამ იყავით მოთმინებით: თქვენი შრომა ამაო არ არის — იგი უფლისთვის აღესრულება, რომელიც მცირეხნიან შრომასაც დიდი ჯილდოებით ღირს-ჰყოფს. სხეული თუ დაიღალა, სულმა მით უფრო განმტკიცება მიიღო. მეც მინდოდა, სწავლება შემემოკლებინა, მაგრამ თქვენი ძლიერი სურვილისა და გულმოდგინე მოშურნეობას რომ ვხედავდი, ვერ გავბედე სიტყვის უდროოდ შეწყვეტა დაწყებული თხრობის დამთავრებამდე, იმის მცოდნემ, რომ ამით უფრო...

1. იაკობის მოსვლა სიქემში და სიმდიდრის ამაოება (33:18–20)

გუშინ თქვენ იხილეთ ყველას საერთო უფლის უზომო კაცთმოყვარეობაც, მოწაფეთა სიბრძნისმოყვარეობაც და იუდეველთა უგუნურებაც; იხილეთ, რა ურისხველობით დააოკა მან მათი ურცხვი თავხედობა, თავის მოწაფეთა გამართლებით, და აჩვენა, რომ ისინი თავად, სჯულის დაცვის მოფიქრენი, სჯულის მიზანსაც კი არ იცნობენ და, როცა უკვე ჭეშმარიტება გაბრწყინდა, ჯერ კიდევ ჩრდილში ჯდომა სურთ; იხილეთ, როგორ ცდილობდა იგი თავიდანვე სჯულის მოთხოვნილებათა გაუქმებას, იუდეველთა...

1. ღვთის განგება იაკობის მიმართ და კურთხევა ბეთელში (35:5–13)

თუ გნებავთ, დღესაც წინათ წაკითხულის გაგრძელებას მივუბრუნდეთ და შემდგომი თხრობიდან შეგონება შემოგთავაზოთ. იაკობის ამბავს დღესაც საკმარისად შეუძლია გვაჩვენოს, რა დიდი იყო ღვთის განგება მის მიმართ და როგორ ამტკიცებდა მას ღმერთი თავისი აღთქმებით, მისი კეთილგონიერების საზღაურად. წინა თხრობაში საღვთო წერილი გვიამბობდა, თუ როგორ დატოვა იაკობმა, ღვთის ბრძანებით, სიქემი თავის ძეთა საქციელის გამო და ლუზას მიაშურა. „და აღაშენა, —...

1. ძმათა შური იოსების მიმართ (37:3-4)

კვლავ ჩვეულ ტრაპეზთან მინდა მიგიძღვანოთ და, თანმიმდევრულად წინათ ნათქვამის გაგრძელებით, დღეს წაკითხული წერილიდან სულიერი საზრდო შემოგთავაზოთ. დღევანდელი კითხვა საკმარისია, რომ ყველას გვასწავლოს, რა მავნებელია შური და როგორ გამოავლინა ამ დამღუპველმა ვნებამ მთელი თავისი ძალა, ნათესაურ კავშირზეც კი რომ გავრცელდა. მაგრამ, რომ ჩვენი საუბარი თანმიმდევრულად წარიმართოს, კითხვის დასაწყისს უნდა შევეხოთ. „ესე, — ამბობს წერილი, — შობანი არიან იაკობისანი"....

1. იუდასა და თამარის თხრობა (38:6-24)

გასულ ჯერზე იოსების თხრობამ საკმაოდ გვასწავლა, რაოდენ მომაკვდინებელია შური და როგორ ფუჭავს ეს საწყალობელი ვნება უწინარეს ყოვლისა იმ სულს, რომელშიც ის იბადება. თქვენ ასევე იხილეთ, როგორ დაივიწყეს ამ ვნებით დამონებულმა იოსების ძმებმა თავად ნათესაობა და ძმას თავისას, რომელმაც არაფრით შეურაცხყო ისინი, ველური მხეცების სისასტიკე უჩვენეს და, თავიანთი ბოროტების გამომჟღავნებით, არა იმდენად ძმას ავნეს, რამდენადაც საკუთარ თავს უპატივურება დაიმსახურეს. მართალია,...

1. იოსები საპყრობილეში და სიზმართა განმარტება (40:1-15)

დღეს, საყვარელნო, გვსურს შეგატყობინოთ იმის დანარჩენი, რაც გუშინ ვთქვით, და კვლავ იოსების თხრობას შევეხოთ. თქვენ იცით, რომ გუშინ ჩვენს ძალიან ხანგრძლივ საუბარში ვერ წავიწიეთ წინ, არამედ იმაზე შევჩერდით, როგორ ჩააგდეს იოსები, ეგვიპტელის ცილისწამებით, მზარეულთმთავარმა საპყრობილეში. დღეს, საყვარელნო, უნდა გაჩვენოთ, რა შეემთხვა მას საპყრობილეში. საპყრობილეში ჩაგდებულმა და საპყრობილის მეთაურს ჩაბარებულმა იქაც ისეთი დიდი შეწევნა მიიღო...

1. იოსების ხელმწიფება და ძმების მოსვლა ეგვიპტეში (41:51–42:7)

გსურთ, რომ დღესაც გავაგრძელოთ თხრობა იოსების შესახებ და განვიხილოთ, თუ როგორ დაამშვიდა ამ საკვირველმა კაცმა, მთელ ეგვიპტეზე ხელმწიფების მიღების შემდეგ, მისთვის ჩვეული კეთილგონიერებით მისი ყველა მკვიდრი? „განვიდა", — ნათქვამია, — „პირისაგან ფარაოჲსა და მოვლო ყოველი ეგჳპტე. და ყო ქუეყანამან შჳდთა მათ წელთა ნაყოფიერებისათა ნაყოფი,... და შეკრიბა იოსებ იფქლი ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსა". მეფისგან სრული ხელმწიფების მიღების შემდეგ...

იტყოდე შენ უსჯულოებათა შენთა პირველად, რათა განმართლდე (ისაია 43,26).

წინასწარმეტყველი ისაია პირისაგან ღვთისა ხშირად ამხილებდა ურიათა უსჯულოებათა მათთათვის, და შეაგონებდა სინანულსა და განმართლებასა ღვთის წინაშე და თუმცა ურიანი ხშირად ამწარებდენ ღმერთსა ურჩებითა თავიანთითა, გარნა ღმერთი მაინც არ ივიწყებს მოწყალებასა თვისსა მათდამი, და აღუთქვამდა მათ აღხოცვას ცოდვათა მათთა, თუ შეინანებდენ: მე ვარ იგივე აღმხოცველი უსჯულოებათა თქვენთა და ცოდვათა თქვენთა არღა მოვიხსენებ. ხმობდა იგი მათდამი....

მოძღვრება ხარების დღესა, ჩყჲდ წელსა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

წინასწარმეტყველი დავით ორმეოც და მეოთხესა ფსალმუნსა შინა მისსა აღწერს დიდებასა, სიკეთესა და მშვენიერებასა ერთის უცნობის რომლისამე მეფისა და მშვენიერებასა მისისა მეუღლისა და მისთა ძეთა და ასულთა და იტყვის: ყოველი დიდება ასულისა მეუფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად, ესე იგი დიდება და ღირსება მეუფისა ასულისა არის შინაგან გულსა და სულსა მისსა, თუმცა, ამასთანავე, იგი შემკულ არს ოქროვანითა შესამოსლითა პირად-პირადად. წმიდანი მამანი განგვიმარტვენ ჩვენ, რომელ...

სიტყვა პეტრე-პავლობის დღესა
წმ. მღვდელმთავარი გაბრიელი (ქიქოძე)

სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი (ისუ ზირაქი 44,14)

წარჩინებული ძველი აღთქმის მწერალი და ზნეობის მასწავლებელი, ისუ ზირაქი, წიგნსსა შინა თვისსა აღწერს ცხოვრებას და მოღვაწეობასა ზოგიერთთა ძველის აღთქმის წარჩინებულთა პირთა, და, სხვათა შორის, ამას იტყვის მათზედა: სიბრძნესა მათსა მიუთხრობენ ერნი, და ქებასა მათსა აღიარებენ ეკლესიანი.

იგივე სიტყვები ისუ ზირაქისა უაღრესად და უდიდესი სიმართლით ჩვენ, შვილთა ახლისა აღქმისათა, შეგვიძლია ვსთქვათ, წმინდათა თავთა...

1. იაკობის სულიერი განცოცხლება იოსების ამბით (45:25–46:1)

გუშინდელი საუბრიდან თქვენ იხილეთ იოსების სიბრძნისმოყვარეობა და გამოუთქმელი უბოროტობა, რომელიც მან თავის ძმებს გამოუჩინა: მან არა მხოლოდ არ შეახსენა მათ საქციელი, მის მიმართ ჩადენილი, არამედ მამასთან დაბრუნების ჟამს ურჩევდა და აიძულებდა, ერთმანეთს არ ედანაშაულებინათ მის წინააღმდეგ ჩადენილში, არამედ ყოველი რისხვა მიეტოვებინათ და ერთსულოვნებით გზა განევლოთ. ახლა მომდევნო მოვლენები განვიხილოთ, რათა იხილოთ იოსების ძმების მამასთან...

1. იაკობის ანდერძი და სათნო სიკვდილის მნიშვნელობა (47:29-31)

დღეს იაკობის შესახებ თხრობას დავასრულებთ და ვნახოთ, რა განკარგულებას იძლევა იგი სიკვდილის მოახლოებისას. მაგრამ არავინ უნდა მოითხოვდეს იმდროინდელი მართალთაგან ისეთ სიბრძნისმოყვარეობას, როგორიც დღეს მორწმუნეთათვის დამახასიათებელია – საქმეებს დროის შესაბამისად უნდა ვმსჯელობდეთ. ამას წინასწარ განგებ შევნიშნავ, იაკობის მიერ იოსებისთვის ნათქვამ სიტყვებს რომ ვგულისხმობ. რა თქვა მან, მოვისმინოთ. „მოეახლნეს დღენი ისრაელისანი სიკუდილისა;...

წყეულ იყავნ მოქმედი საქმისა ღვთისა უდებებით (იერ. 48, 10).

წარსულს კვირას ამ სიტყვებზე დავაფუძვნეთ სწავლა და ქადაგება თქვენდამი. ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! დღესაც იგინივე უნდა დავსდვათ საფუძვლად ჩვენისა სიტყვისა; გარნა დღეს სხვა მხრით უნდა ავხსნათ იგი, და სხვანი სწავლანი და მაგალითნი გამოვიყვანოთ მათგან. ¬ წყეულ იყავნ მოქმედნი საქმისა ღვთისა უდებებით! ვისთვის იტყვის ამ საშინელ სიტყვას სულიწმინდა, ძმანო ქრისტიანენო? ვინ არის ქვეყანაზედ მოქმედი საქმისა ღვთისა? უპირველეს და უაღრეს...