1.დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისა2.აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა.3.შუენიერ სიკეთითა უფროს ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა; ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე.4.შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო,5.შუენიერებითა შენითა და სიკეთითა შენითა. და გარდააცუ და წარემართე და სუფევდი ჭეშმარიტებისათჳს და სიმშჳდისა და სიმართლისა; და გიძღოდის შენ საკჳრველად მარჯუენე შენი.6.ისარნი შენნი ლესულ არიან, ძლიერო; ერნი შენ ქუეშე დაეცნენ, გულითა მტერნი მეუფისანი.7.საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა.8.შეიყუარე სიმართლე და მოიძულე უსჯულოებაჲ, ამისთჳს გცხო შენ ღმერთმან, ღმერთმან შენმან, საცხებელი სიხარულისა უმეტეს მოყუასთა შენთა.9.მური და შტახსი და კასია სამოსელთაგან შენთა, ტაძართაგან პილოსძუალისათა გახარეს შენ.10.ასულნი მეუფისანი პატივითა შენითა; დადგა დედოფალი მარჯუენით შენსა, სამოსლითა ოქროქსოვილითა შემკულ და შემოსილ პირად-პირადად.11.ისმინე, ასულო, და იხილე, და მოყავ ყური შენი; და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისა;12.და გულმან უთქუას მეუფესა სიკეთისა შენისა; რამეთუ იგი თავადი არს უფალი ღმერთი შენი. და თაყუანის-სცეს მას13.და ასულმანცა ტჳროსისამან ძღუნითა; პირსა შენსა ლიტანიობდენ მდიდარნი ერისანი.14.ყოველი დიდებაჲ ასულისა მეფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს15.და შემოსილ პირად-პირადად. მიერთუნენ მეუფესა ქალწულნი, შემდგომად მისსა, მოყუასნი მისნი მიგერთუნენ შენ.16.მიგერთუნენ შენ გალობითა და სიხარულითა და შეიყვანნენ იგინი ტაძარსა მეუფისასა.17.მამათა შენთა წილ იქმნნეს შვილნი შენნი და დაადგინნე იგინი მთავრად ყოველსა ქუეყანასა ზედა.18.მოვიჴსენო სახელი შენი ყოველსა შორის თესლსა; ამისთჳს ერთა აღგიარონ შენ უკუნისამდე და უკუნითი უკუნისამდე.
წინასწარმეტყველი დავით ორმეოც და მეოთხესა ფსალმუნსა შინა მისსა აღწერს დიდებასა, სიკეთესა და მშვენიერებასა ერთის უცნობის რომლისამე მეფისა და მშვენიერებასა მისისა მეუღლისა და მისთა ძეთა და ასულთა და იტყვის: ყოველი დიდება ასულისა მეუფისა შინაგან, ფესვედითა ოქროვანითა შემკულ არს და შემოსილ პირად-პირადად, ესე იგი დიდება და ღირსება მეუფისა ასულისა არის შინაგან გულსა და სულსა მისსა, თუმცა, ამასთანავე, იგი შემკულ არს ოქროვანითა შესამოსლითა პირად-პირადად. წმიდანი მამანი განგვიმარტვენ ჩვენ, რომელ...
...ელას, ვინც ნათქვამს ღმერთისგან გადმოსცემს, ჩვეულებად აქვს, უწინარეს ყოვლისა ეს დაადგინოს: ისინი თავისით არაფერს წარმოთქვამენ, არამედ მათ მიერ ნათქვამი სიტყვები საღვთო უწყებანია და ზეციდან ჩამოსული წერილებია. ასევე ამბობს დავითიც: „ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა“ ().ამიტომ ნუ იფიქრებ, რომ დაწერილი კალამს ეკუთვნის, არამედ იმ მარჯვენას, რომელიც მას იპყრობს; ესე იგი, ნუ მიაწერ დავითის ენას, არამედ იმ მადლს, რომელიც მას ამოძრავებს.სხვა წინასწარმეტყველიც იმავეს აჩვენებდა, როცა ამბობდა: „თხათ მეკოლტე ვიყავ, მსხეპელი ლეღუსულელთა“ (), რათა ვინმემ ნათქვამი ადამიანურ სიბრძნედ არ ჩათვალოს.და მხოლოდ ამითაც არ დაკმაყოფილდა, არამედ კიდევ სხვა რამ დაუმატა და თქვა: „არა თუ მე აღვავსო ძალი სულითა უფლისაჲთა და მსჯავრითა და ძლერებითა“ ().რადგან მადლი მათ მხოლოდ ბრძენებად კი არ ქმნიდა, არამედ ძლიერებადაც; არა სხეულის აგებულებით, არამედ სულის მტკიცე განწყობით....
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისსა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო“ (8,18).:
...ურვიელ იყო საკჳრველებათა მათ ხილვად, ვისმცა არა უყუარდა იგი, ვისმცა არა სწადოდა მიხედვად ოდენ პირსა მისსა და სმენად სიტყუათა მისთა? რამეთუ არა სასწაულნი ხოლო მისნი საკჳრველ იყვნეს, არამედ ხილვაჲცა მისი, სავსე მადლითა, ვითარცა მოასწავა წინაჲსწარმეტყუელმან და თქუა: „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ძეთა კაცთაჲსა“. ხოლო რომელ იტყჳს ესაჲა, ვითარმედ: „ვიხილეთ იგი, და არა აქუნდა ხილვაჲ მისი, არცა სიკეთე“, გინა თუ დიდებასა მას თანა ღმრთეებისასა, მიუწთომელსა და გამოუთქუმელსა, სახესა მას ჴორციელისა ხილვისა მისისასა ესრეთ უწოდა, ანუ სახესა მას ვნებისა მისისასა წარმოიტყოდა, და ვითარი შეურაცხებაჲ მოითმინა ჟამსა მას ჯუარ-ცუმისასა ნეფსით ცხორებისა ჩუენისათჳს. ხოლო დავითს დიდებული იგი სახე ჴორციელისა ხატისა მისისაჲ სულითა წმიდითა ეუწყა და თქუა: „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ძეთა კაცთასა“, რაჲთა მოასწავოს მადლი მისი და სიბრძნე და მოძღურებაჲ და სასწაულნი, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „განეფინა მადლი ბაგეთა შენთა“, რომლისა არა არს რიცხჳ მადლისა მის მისისაჲ.
ამისთჳსცა ყოველთა მიერ საწადელ იყო ხილვად, და ხილვისა ოდენ მისისაგან დიდითა სარგებელითა აღივსებოდეს, რა...
...ორ ეკუთვნის მეფობასაც. რადგან ესაია ამბობს: „და გამოვიდეს კუერთხი ძირისაგან იესესსა და ყუავილი ძირისაგან აღმოჴდეს“ (); დავითიც ამბობს: „საყდარი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, კუერთხი განგებისა და კუერთხი სუფევისა შენისა“ ().აქ კვერთხად ძალა უწოდა, რომლითაც მოწაფეები მსოფლიოს შემოურბენდნენ, ზნეებს ასწორებდნენ და ადამიანთა ბუნებას რაღაც უგუნური ბოროტებიდან გონიერ მდგომარეობამდე მიჰყავდათ.რადგან ამბობს: „წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი“ ().
მოსესაც ჰქონდა კვერთხი, მაგრამ მან ღვთის მოქმედება მიიღო, რომლის მეშვეობითაც ყველაფერში მოქმედებდა.და იმ კვერთხმა მდინარეები გაჰყო, ამან კი მსოფლიოს უკეთურება გახეთქა.არც ის შეცდება, ვინც ჯვარსაც ძლიერების კვერთხად უწოდებს.რადგან ამ კვერთხმა ხმელეთი და ზღვა მოაქცია და დიდი ძალით აღავსო....