მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 44:3

2. აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა.3. შუენიერ სიკეთითა უფროს ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა; ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე.4. შეიბ მახჳლი შენი წელთა შენთა, ძლიერო,
ფსალმუნნი თავი 44
3. შუენიერ სიკეთითა უფროს ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა; ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე.
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისა“ ().

„აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა.“ ().

1. სულიწმინდის შთაგონება და კეთილი სიტყვა

მსურდა, ახლა აქ ყოფილიყვნენ ყველა იუდეველი და ყველა ელინი, და ეს წიგნი თვით იუდეველთაგან მიმეღო, რათა ასე წამეკითხა ფსალმუნი. თქვენ ხომ ეს იცით: სასამართლოებშიც და ყველგან საქმეთა მოწმობა მაშინ არის ყველაზე ნაკლებად საეჭვო, როდესაც იგი მტრებისგან არის მოტანილი. ამიტომ, რათა ეს დღესაც მოხდეს, ძველი აღთქმიდან წარმოვადგენთ მოწმობას, რომ იუდეველებიცა და ელინებიც შერცხვენილ იქნენ: იუდეველები — რადგან კითხულობენ და ვერ შეიცნობენ; ელინები კი — რადგან ხედავენ, რომ წიგნები ჩვენამდე მტრებისგან მოდის. რადგან ნამდვილად ვერ იტყვიან, თითქოს ეს წიგნები...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა იხილა იესუ ერი მრავალი გარემო მისსა, უბრძანა წიაღსლვაჲ მიერ კერძო“ (8,18).:

...ურვიელ იყო საკჳრველებათა მათ ხილვად, ვისმცა არა უყუარდა იგი, ვისმცა არა სწადოდა მიხედვად ოდენ პირსა მისსა და სმენად სიტყუათა მისთა? რამეთუ არა სასწაულნი ხოლო მისნი საკჳრველ იყვნეს, არამედ ხილვაჲცა მისი, სავსე მადლითა, ვითარცა მოასწავა წინაჲსწარმეტყუელმან და თქუა: „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ძეთა კაცთაჲსა“. ხოლო რომელ იტყჳს ესაჲა, ვითარმედ: „ვიხილეთ იგი, და არა აქუნდა ხილვაჲ მისი, არცა სიკეთე“, გინა თუ დიდებასა მას თანა ღმრთეებისასა, მიუწთომელსა და გამოუთქუმელსა, სახესა მას ჴორციელისა ხილვისა მისისასა ესრეთ უწოდა, ანუ სახესა მას ვნებისა მისისასა წარმოიტყოდა, და ვითარი შეურაცხებაჲ მოითმინა ჟამსა მას ჯუარ-ცუმისასა ნეფსით ცხორებისა ჩუენისათჳს. ხოლო დავითს დიდებული იგი სახე ჴორციელისა ხატისა მისისაჲ სულითა წმიდითა ეუწყა და თქუა: „შუენიერ არს იგი ხილვად უფროჲს ძეთა კაცთასა“, რაჲთა მოასწავოს მადლი მისი და სიბრძნე და მოძღურებაჲ და სასწაულნი, ვითარცა თქუა, ვითარმედ: „განეფინა მადლი ბაგეთა შენთა“, რომლისა არა არს რიცხჳ მადლისა მის მისისაჲ.

ამისთჳსცა ყოველთა მიერ საწადელ იყო ხილვად, და ხილვისა ოდენ მისისაგან დიდითა სარგებელითა აღივსებოდეს, რა...

სრულად ნახვა