მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 44:2

1. დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისა2. აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა.3. შუენიერ სიკეთითა უფროს ძეთა კაცთასა; განეფინა მადლი ბაგეთა შენთა; ამისთჳს გაკურთხა შენ ღმერთმან უკუნისამდე.
ფსალმუნნი თავი 44
2. აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა.
ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge

„დასასრულსა, ცვალებადთა ჟამთათჳს, ძეთა კორეთა, გულისჴმის-ყოფისათჳს, გალობაჲ საყუარელისა“ ().

„აღმოთქუა გულმან ჩემმან სიტყუაჲ კეთილი და უთხრნე მე საქმენი ჩემნი მეუფესა; ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა.“ ().

1. სულიწმინდის შთაგონება და კეთილი სიტყვა

მსურდა, ახლა აქ ყოფილიყვნენ ყველა იუდეველი და ყველა ელინი, და ეს წიგნი თვით იუდეველთაგან მიმეღო, რათა ასე წამეკითხა ფსალმუნი. თქვენ ხომ ეს იცით: სასამართლოებშიც და ყველგან საქმეთა მოწმობა მაშინ არის ყველაზე ნაკლებად საეჭვო, როდესაც იგი მტრებისგან არის მოტანილი. ამიტომ, რათა ეს დღესაც მოხდეს, ძველი აღთქმიდან წარმოვადგენთ მოწმობას, რომ იუდეველებიცა და ელინებიც შერცხვენილ იქნენ: იუდეველები — რადგან კითხულობენ და ვერ შეიცნობენ; ელინები კი — რადგან ხედავენ, რომ წიგნები ჩვენამდე მტრებისგან მოდის. რადგან ნამდვილად ვერ იტყვიან, თითქოს ეს წიგნები...

სრულად ნახვა
ესაიას განმარტება, თავი 1
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ელას, ვინც ნათქვამს ღმერთისგან გადმოსცემს, ჩვეულებად აქვს, უწინარეს ყოვლისა ეს დაადგინოს: ისინი თავისით არაფერს წარმოთქვამენ, არამედ მათ მიერ ნათქვამი სიტყვები საღვთო უწყებანია და ზეციდან ჩამოსული წერილებია. ასევე ამბობს დავითიც: „ენაჲ ჩემი საწერელ მწიგნობრისა ჴელოვნისა“ (). ამიტომ ნუ იფიქრებ, რომ დაწერილი კალამს ეკუთვნის, არამედ იმ მარჯვენას, რომელიც მას იპყრობს; ესე იგი, ნუ მიაწერ დავითის ენას, არამედ იმ მადლს, რომელიც მას ამოძრავებს. სხვა წინასწარმეტყველიც იმავეს აჩვენებდა, როცა ამბობდა: „თხათ მეკოლტე ვიყავ, მსხეპელი ლეღუსულელთა“ (), რათა ვინმემ ნათქვამი ადამიანურ სიბრძნედ არ ჩათვალოს. და მხოლოდ ამითაც არ დაკმაყოფილდა, არამედ კიდევ სხვა რამ დაუმატა და თქვა: „არა თუ მე აღვავსო ძალი სულითა უფლისაჲთა და მსჯავრითა და ძლერებითა“ (). რადგან მადლი მათ მხოლოდ ბრძენებად კი არ ქმნიდა, არამედ ძლიერებადაც; არა სხეულის აგებულებით, არამედ სულის მტკიცე განწყობით....

სრულად ნახვა