1. ისაკის ასმაგი მოსავალი და ფილისტიმელთა შური (26:12-16)
დღეს საჭიროა, საყვარელნო, გუშინდელი საუბრის ნაშთი მოგაგოთ და (ბიბლიური) სიტყვის თანმიმდევრობა შეგახსენოთ, რათა ყურადღება მივაქციოთ, თუ როგორ ზეციური მზრუნველობით სარგებლობდა მართალი ისაკი. ის, ვინც ეგვიპტეში მგზავრობა აუკრძალა და უთხრა: „დაემკჳდრე ქუეყანასა მას", ისე აამაღლა იგი ყოველმხრივ, რომ მცირე ხნის შემდეგ გერარის მეფემ შეშურა მისი. როცა დაინახეს, რომ მისი ქონება დღითიდღე მრავლდებოდა, შეშინდნენ ამ კაცის იქ დამკვიდრებისა და...

