წყეულ იყავნ მოქმედი საქმისა ღვთისა უდებებით (იერ. 48, 10).
წარსულს კვირას ამ სიტყვებზე დავაფუძვნეთ სწავლა და ქადაგება თქვენდამი. ძმანო მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! დღესაც იგინივე უნდა დავსდვათ საფუძვლად ჩვენისა სიტყვისა; გარნა დღეს სხვა მხრით უნდა ავხსნათ იგი, და სხვანი სწავლანი და მაგალითნი გამოვიყვანოთ მათგან. ¬ წყეულ იყავნ მოქმედნი საქმისა ღვთისა უდებებით! ვისთვის იტყვის ამ საშინელ სიტყვას სულიწმინდა, ძმანო ქრისტიანენო? ვინ არის ქვეყანაზედ მოქმედი საქმისა ღვთისა? უპირველეს და უაღრეს...