ძმანო, მართლ-მადიდებელნო ქრისტიანენო! ვინაიდგან, მადლითა და შეწევნითა ცხოველს-მყოფელისა სამებისათა დღეს ვაკურთხეთ საყდარი ესე, აღშენებული მისსა სახელსა ზედა, აწ, მისითავე შეწევნითა და ძალითა, აღვხსნათ და შევიტყოთ რა ძალი და მნიშვნელობა აქვს საყდარსა ჩვენ, ადამიანთათვის.
ამა საგანსა მშვენივრად და ღვთივ-გონიერად აღგვიხსნის წინასწარმეტყველი და მეფე დავით ერთსა შინა ფსალმუნსა თვისსა, რომელიც კიდეც ხშირად წაიკითხების და გესმისთ თქვენ საყდარსა შინა. ამოვკრიბოთ რომელნიმე მუხლნი ამ ფსალმუნისაგან და...