მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ფსალმუნნი 83:11

10. მწეო ჩუენო, იხილე, ღმერთო, და მოხედენ პირსა ცხებულისა შენისასა.11. რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროს ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა დამკჳდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.12. რამეთუ წყალობაჲ და ჭეშმარიტებაჲ უყუარს უფალსა, მადლი და დიდებაჲ მოსცეს ღმერთმან;
ფსალმუნნი თავი 83
11. რამეთუ შჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა უფროს ათასთა მათ; ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა დამკჳდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 33. „აბრაამ იყო მდიდარ ფრიად" (დაბ 13:2–4)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
2. მწყემსთა შუღლი და აბრაამის მშვიდობისმოყვარეობა (13:5-8):

...დე და სიწყნარე, და მუდმივად ღვთის მსახურებას ეწეოდა. ის მივიდა, ნათქვამია, იმ ადგილამდე, სადაც ადრე საკურთხეველი აღმართა და ღვთის სახელს ხადოდა, და ამით დიდი ხნის წინ, წინასწარ აღასრულა ის, რაც დავითმა თქვა: „ვირჩიე მე მივრდომა სახლსა ღმრთისა ჩემისასა, უფროს ვიდრეღა დამკჳდრებად ჩემდა საყოფელსა ცოდვილთასა" (). უდაბნო, ღვთის სახელის ხადებისთვის, მისთვის ქალაქებზე ძვირფასი იყო. მან იცოდა, იცოდა, რომ ქალაქების დიდებას არა შენობათა სილამაზე და მცხოვრებთა სიმრავლე შეადგენს, არამედ მკვიდრთა სათნოება. აი, რატომ იყო უდაბნოც, მართლის სათნოებით შემკული, ქალაქებზე უკეთესი და დასახლებულ ქვეყანაზე სახელოვანი. „და ლოთის თანა-მავლისანი აბრაამის თანა იყვნეს ცხოვარნი და ზროხანი და კარვები... და არა იტევდა მათ ქუეყანა იგი დამკჳდრებად ზოგად, რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად. და ვერ შემძლებელ იყვნეს დამკჳდრებად ზოგად" (დაბ 13:5–6). არამხოლოდ თავად პატრიარქს გაუმრავლდა ქონება, არამედ „ლოთისაც იყვნეს ცხოვარნი და ზროხანი და კარვები". შესაძლოა, ნაწილი თავად პატრიარქმა, გულუხვმა, აჩუქა ძმისწულს, ნაწილი კი სხვებმა მისცეს პატრიარქისადმი პატივისცემით. „და არა იტევდა მათ, — ნათქვამია, — ქუეყანა... რამეთუ იყო მონაგები მათი ფრიად" (...

სრულად ნახვა