...ველიც აკეთებს: ღმერთი სამსჯავროში მოპაექრედ გამოჰყავს და მსაჯულთა ადგილას ხევებსა და დედამიწის საფუძვლებს აყენებს. რადგან ამბობს: „ისმინეთ ბორცუთა მსჯავრი უფლისაჲ და ღელეთა საფუძველთა ქუეყანისათა, რამეთუ საშჯელ არს უფლისაჲ ერისა მიმართ მისისა და ისრაჱლისა თანა პაექრობა ყოს.“ (). და კვლავ: ღმერთი თქვენთან და თქვენს მამებთან სამსჯავროში შევა.
წერილთა მრავალ ადგილას შეიძლება კაცმა იხილოს ეს სახე, რომელიც მეტად შემძვრელია და ღვთის კაცთმოყვარეობის ღირსი. რადგან მის გამოუთქმელ სიკეთეს აჩვენებს: იგი იმდენად დამდაბლდება, რომ ადამიანებთან ერთად განისჯება. „სიონით გამო არს შუენიერებაჲ ჰაეროვნებისა მისისა.“ (). თქმულს ერთგვარი წინასწარმეტყველური მხარეც აქვს და ისტორიულიც; რადგან ძველი აღთქმის დროსაც მისი მშვენიერება იქიდან იყო. რადგან ტაძარი, წმიდათა წმიდა, მთელი ღვთისმსახურება და ძველი სჯულმდებლობის წესი, მღვდელთა სიმრავლე, მსხვერპლები,...