...საყურადღებოა, რომ წინასწარმეტყველთა წიგნებში ღმერთი არაფერს ისე დაჟინებით არ ითხოვს, როგორც უსამართლოდ დაჩაგრულთა შეწევნას. ამგვარადვე სხვაგანაც, მიქასთან, როცა იუდეველები ამბობენ: „უკეთუ მივსცნე პირმშონი ჩემნი უთნოობისათჳს, ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ ცოდვისათჳს სულისა ჩემისა?“ (), მან დაურთო და თქვა: „მიგეთხრა შენ, ჵ კაცო, რაჲ კეთილ, ანუ რასა ეძიებს შენგან უფალი, არამედ ქმნასა მსჯავრისასა და შეყუარებასა წყალობისასა და მზად-ყოფასა სლვად უფლისა თანა ღმრთისა შენისა“ (). და კვლავ დავით წინასწარმეტყველი ამბობდა: „წყალობასა და სამართალსა გაქებდე შენ, უფალო“ (). ახლა კი სიტყვებს: „და მოვედით“ () მივუბრუნდეთ. ჯერ სიმართლის საქმეებით შეაიარაღა ისინი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიყვანა სამსჯავროზე; ჯერ ასწავლა, როგორ ჩამოეხსნათ ბრალდებები, და მხოლოდ მაშინ მოსთხოვა პასუხი, რათა დაცვის გარეშე არ დაეჭირა და არ განეკითხა. ამიტო...
წინასწარმეტყველება მიქიასი 6:7
6. რაჲსა მიერ ვეწიო უფალსა, და შევეწიო ღმერთსა ჩემსა მაღალსა? უკუეთუ მე ვეწიო მას ყოვლად დასაწუელთა მიერ ზუარაკთა მიერ წელიწდეულთა?7. უკეთუ შეიწყნარებს უფალი ათასეულთა შორის ვერძთა, ანუ ბევრეულთა შორის ვაცთა მსუქანთა, უკეთუ მივსცნე პირმშონი ჩემნი უთნოობისათჳს, ნაყოფი მუცლისა ჩემისაჲ ცოდვისათჳს სულისა ჩემისა?8. მიგეთხრა შენ, ჵ კაცო, რაჲ კეთილ, ანუ რასა ეძიებს შენგან უფალი, არამედ ქმნასა მსჯავრისასა და შეყუარებასა წყალობისასა და მზად-ყოფასა სლვად უფლისა თანა ღმრთისა შენისა.
წინასწარმეტყველება მიქიასი თავი 6