...ომორრაჲ“** (); „და დაგცენ თქუენ ჴურვებისა მიერ და გჳნისა მიერ“ (). და კვლავ სხვა წინასწარმეტყველის პირით: „აღმოგიყვანე შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სახლისაგან მონებისა განგათავისუფლე შენ“ (); ასე სასჯელებსაც კეთილისყოფათა რიგში აქცევდა. ასევეა ესენიც; რადგან ესენიც კეთილს გვიყოფენ, გვასწორებენ, გვასწავლიან, გვზრდიან და ბოროტებას ძირიანად კვეთენ.
ადამიანები ზოგს კეთილისყოფით აკეთებენ, ზოგს კი სიძულვილითა და ზურგშექცევით; ღმერთი კი ყველაფერს სიყვარულით აკეთებს, კერძოდ: კეთილისმყოფელმა დასვა სამოთხეში და კვლავ კეთილისმყოფელმა განდევნა სამოთხიდან; კეთილისმყოფელმა მოავლინა წარღვნა და კეთილისმყოფელმა ჩამოიტანა სოდომელთა ის ცეცხლი. და რაც კი ვინმემ მომხდართაგან დაასახელოს, თითოეულს იგი კეთილისყოფად აქცევს. კეთილისმყოფელმა გეჰენითაც დაგვემუქრა; და როგორც მამები შვილებისთვის მამებად რჩებიან არა მხოლოდ მაშინ, როცა კურნავენ, არამედ მაშინაც, როცა სცემენ, და სცემისას არანაკლებ...