...რი ჩემი ისრაჱლი“** (). თუმცა ბეთლემიდან იყო არა ღვთაება, არამედ ხორცი. მაგრამ მხოლოდ ამაზე არ შეჩერებულა, არამედ ღვთაებამდეც ავიდა და თქვა: „და გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა“ ().
და ესაიაც კვლავ ამბობს: „აჰა ქალწული მოუდგეს და შვეს ძე, და უწოდიან სახელი მისი ემმანუელ, რომელ არს თარგმანებით: ჩუენ თანა ღმერთი“ (). ხედავ, ესეც როგორ ავიდა ხორციდან ღვთაებამდე? და კვლავ, სხვაგანაც დააკვირდი, როგორ ხდება იგივე; რადგან ამბობს: „რამეთუ ყრმა იშვა ჩვენდა ძე, და მოგუეცა ჩუენ“ (), და: „და ჰრქჳან სახელი მისი - დიდისა განზრახვისა ანგელოზი, საკვირველი თანგანმზრახი, ღმერთი ძლიერი, ჴელმწიფე, მთავარი მშვიდობისა, მამა მერმეთა საუკუნოსა“ (). ხედავ, როგორ ადის იგი კვლავ ყრმიდან და ხორცისამებრი განგებულებიდან, თითქოს რაღაც საფეხურ...