...ინი იმისთვისაც განისჯებიან, რომ ჯვარს აცვეს იგი, ვინც ადრე აღიარეს.
5. ხოლო მათ ჰრქუეს მას: ბეთლემს ჰურიასტანისასა, რამეთუ ესრეთ წერილ არს წინასწარმეტყუელისა მიერ. - რომელი წინასწარმეტყველისა? მიქიასი, რამეთუ იგი ამბობს:
6. და შენ, ბეთლემ, ქუეყანაჲ ეგე იუდაჲსი, არასადა უმრწემეს ხარ მთავართა შორის იუდაჲსთა (). - რაკი ეს ქალაქი პატარა იყო, არაფრად აგდებდნენ. ახლა კი, იმის წყალობით, რომ ქრისტე მისგან გამოვიდა, დიდებული გახდა და ამ წმინდა ბეთლემის თაყვანსაცემად ქვეყნის ყოველი კიდიდან მოდიან.
რამეთუ შენგან გამოვიდეს წინამძღუარი. - კარგად თქვა: "გამოვიდეს", და არა "დარჩეს შენთან", რადგან ქრისტე ბეთლემში არც დარჩენილა, არამედ შემდგომად შობისა მისგან გამოვიდა და მეტწილად ნაზარეთში ცხოვრობდა. იუდეველების თქმით, ეს წინასწარმეტყველება ზორობაბელზე იყო ნათქვამი, მაგრამ, ცხადია, ცრუობდნენ; ზორობაბელი ხომ არა ბეთლემში, არამედ ბაბილონში დაიბადა, რადგან სახელი მისი "ზორო" თესლსა და შობას ნიშნავს, "ბაბელი" კი - ბაბილონს ანუ ბაბილონში ჩასახულს თუ შობილს. მაგრამ მათ წინასწარმეტყველებაც ცხადად ამხელს, როცა ამბობს: "გამოსავალნი მისნი დასაბამით დღეთაგან საუკუნოჲსათა" (). სხვას ვისა აქვს "გამოსავალნი დასაბამ...