მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

წინასწარმეტყველება მიქიასი 6:3

2. ისმინეთ ბორცუთა მსჯავრი უფლისაჲ და ღელეთა საფუძველთა ქუეყანისათა, რამეთუ საშჯელ არს უფლისაჲ ერისა მიმართ მისისა და ისრაჱლისა თანა პაექრობა ყოს.3. ერო ჩემო, რაჲ გიყავ შენ, ანუ რაჲთა შეგაწუხე შენ, ანუ რაჲთა აღგაშფოთე შენ? მომიგე მე4. მით, რამეთუ აღმოგიყვანე შენ ქუეყანისაგან ეგჳპტისა და სახლისაგან მონებისა განგათავისუფლე შენ, და განვავლინენ წინაშე პირსა შენსა მოსე და აჰრონ და მარიამი.
წინასწარმეტყველება მიქიასი თავი 6
3. ერო ჩემო, რაჲ გიყავ შენ, ანუ რაჲთა შეგაწუხე შენ, ანუ რაჲთა აღგაშფოთე შენ? მომიგე მე

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ჲჱ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რომელი დაეცეს ლოდსა მას ზედა, შეიმუსროს; და რომელსა ზედა დაეცეს, განაქრიოს იგი“ (21,44).:

...ჳმონ მას ზედა წჳმაჲ; რამე-თუ სავენაჴე უფლისა საბაოთისი სახლი ისრაჱლისაჲ არს“. და კუალად სხუაჲ წინაჲსწარმეტყუელი იტყჳს: „რაჲ ბრალობაჲ პოეს ჩემ თანა მამათა თქუენთა? ერო ჩემო, რაჲ გავნე შენ, ანუ რაჲ შეგაწუხე შენ?“ ;

ეგრეთვესახედ აწ თავადმან მათითავე პირითა ათქუმია სასჯელი მა-თი და თჳსითა ბრძანებითა დაამტკიცა და წინაჲსწარმეტყუელებაჲ დავი-თისი წინაუყო. ამას ყოველსა ზედა არა ჯერ-იყოა სინანული და თაყუანის-ცემაჲ სახიერისაჲ მის? გარნა იგინი უძჳრესისა მიმართ წარემატებოდეს, ვითარცა ამისა შემდგომად ჰრქუა მათ ნეტარმან სტეფანე: „გულფიცხელნო და ქედფიცხელნო და წინადაუცუეთელნო გულითა და სასმენელითაო, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინააღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეთცა თქუენ. რომელნი-მე წინაჲსწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა თქუენთა? და მოსწყჳდნეს, რომელნი წინაჲსწარ უთხრობდეს მოსლვასა მას წმიდისა და მართლისასა, რომლისაცა თქუენ შინაგანმცემელ და მკლველ იქმნენით“. იხილე უკუე აწცა ესევითარი იგი უკეთური გონებაჲ მათი, რამეთუ იტყჳს მახარებელი:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ესმა რაჲ მღდელთმოძღ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კთ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ კთ ვითარმედ სიმშჳდით ჯერ-არს მხილებაჲ და განმართებაჲ ცოდვილთაჲ და არა რისხვით:

...როდე, რამეთუ ცრემლთაცა ღირს არს, ამხილე მას და ასწავლე სახიერებით, რამეთუ სახიერებაჲ უმძლავრეს არს ყოვლისა ძლიერებისა და უმეტეს მოიზიდავს წარწყმედულთა მათ ცხორებად. იხილე, ვითარ ღმერთი წყალობით და სახიერებით ეტყჳს შეურაცხისმყოფელთა მისთა ძუელსა მასცა შჯულსა და ახალსა. მაშინ იტყოდა: „ერო ჩემო, რაჲ-მე შეგაწუხე შენ?“ და კუალად ახალსა ამას შინა: „საულ, საულ, რაჲსა მდევნი მე?“ და კუალად, ოდეს-იგი მოუჴდეს მოწაფენი და ეტყოდეს გარდამოსლვად ცეცხლისა და დაწუვად მათ, რომელნი-იგი წინააღუდგეს, შეჰრისხნა მათ იესუ და ჰრქუა: „ანუ არა უწყითა, რომლისა სულისანი ხართ თქუენ?“ ეგრეთვე ამას ადგილსა არა ჰრქუა მათ: ეჰა შეგინებულნო და არაწმიდანო, მტერნო ცხორებისა კაცთაჲსანო! არამედ აწ ისმინეთ, ვითარ ეტყჳს: „რაჲსათჳს თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა?“ და კუალად იგავსა მას შინა უბრძანაო სახლისა უფალმან მონათა თჳსთა, რაჲთა აცადონ და არა აღმოფხურან ღუარძლი იგი, არამედ დროებაჲ სინანულისაჲ მისცენ. ამისთჳსცა მრავალთა შეინანეს და იქმნეს მოსწრაფე; რომელნი პირველ ხენეშ იყვნეს და უკუანაჲსკნელ, ვითარცა მნა-თობნი, გამობრწყინდეს, ვითარ-იგი პავლე და მეზუერე და ავაზაკი და სხუანი მ...

სრულად ნახვა