...რას ნიშნავს: „შენ და დაშთომილი იასუთ, ძე შენი“ ()? ებრაელთა ენაზე იასუბი ეწოდება მოქცევასაც და ცხოვრების წესსაც. ამიტომაც იესემ, როცა დავითს აგზავნიდა, თქვა: „და მათ იასუბს მიიღებ“ ()2; ესე იგი, მათ ცხოვრებას შემატყობინებ და იმასაც, რას საქმიანობენ და როგორ ცხოვრობენ.
3.
აქაც, მაშასადამე, ვფიქრობ, წინასწარმეტყველს ებრძანება, თან ბევრი ხალხი წაიყვანოს, რათა, როცა მოვლენები აღსრულდება, მეფეს უმადურობის საბაბი არ ჰქონდეს, თითქოს წინასწარმეტყველისგან ამ ყოველივეს შესახებ არაფერი გაეგონოს. მაშ, რასაც ამბობს, ესაა: „გამოდი შესახვედრად, შენ და შენთან ერთად დაბრუნებულნი, ხალხისგან დარჩენილნი“ ()3. ნუ გაგიკვირდება, თუ ხალხს მის ძედ უწოდებს; რადგან ცოტა ქვემოთ ამბობს: **„...