პირველი მეფეთა 17:37
36. და აწ შერაცხილ იყავნ უცხოთესლი იგი წინადაუცუეთელი, ვითარცა ერთი ბოროტთა მჴეცთაგანი. ვითარ არა მოვიდე და მოვჰკლა იგი და აღვჴოცო ყუედრება ისრაჱლსა შორის დღეს? რამეთუ ვინ არის წინადაუცვეთელი ესე, რომელი აყუედრებს ბანაკსა ღმრთისა ცხოველისასა?37. მაშინ თქუა დავით: თავადმან უფალმან ღმერთმან, რომელმან მიჴსნა მე პირისაგან ლომისასა და მკლავთაგან დათჳსათაგან, მან მიჴსნეს მე ჴელთაგან მის წინადაუცვეთელისა უცხოთესლისათა! მიუგო საულ დავითს და ჰრქუა: გვალე, განვედ მისა და უფალი იყავნ შენ თანა.38. და შთააცვა დავითს ჯაჭვი ჯაჭუსა მას ზედა იალმაგი და ჩაფხუტი სპილენძისა დაადგა თავსა მისსა.
პირველი მეფეთა თავი 17