მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი მეფეთა 17:26

25. და ჰრქუა კაცმან ვინმე ერთმან ისრაიტელთამან მოყუასსა თჳსსა: მე უწყი, ვითარღა ყუედრებად გამოსრულ არს კაცი ესე უცხოთესლი ისრაჱლისა, ხოლო რომელმან მოკლას ეგე, მე ვიცი, რამეთუ მეფემან განამდიდროს, ასული თჳსი მისცეს მას ცოლად და სახლი მამისა განათავისუფლოს ისრაჱლსა შორის.26. და ვითარცა ესმა სიტყუა ესე დავითს, და ჰრქუა კაცთა მათ, რომელნი გარემოს იყვნეს მისა: რაჲმემცა კეთილი უყვეს კაცსა მას, რომელმანცა მოკლა უცხოთესლი ესე, რომელი აყუედრებს ერსა ისრაჱლისა? ანუ ვინ არს წინადაუცვეთელი ისი, რომელი გამოსრულ არს მაყუედრებელად ერსა უფლისა ცხოველისასა?27. მო-ვინმე-უგო მიერ განწყობილისა მისგანმან სიტყუასა მას ოდენ და ჰრქუა: მსგავსად აღთქმისა მის მისცეს მას, რომელმანცა მოკლას იგი.
პირველი მეფეთა თავი 17
26. და ვითარცა ესმა სიტყუა ესე დავითს, და ჰრქუა კაცთა მათ, რომელნი გარემოს იყვნეს მისა: რაჲმემცა კეთილი უყვეს კაცსა მას, რომელმანცა მოკლა უცხოთესლი ესე, რომელი აყუედრებს ერსა ისრაჱლისა? ანუ ვინ არს წინადაუცვეთელი ისი, რომელი გამოსრულ არს მაყუედრებელად ერსა უფლისა ცხოველისასა?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 46. „და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს" (დაბ 21:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. დავითის რწმენა და საულის შური:

...** (). განა ვერ ხედავთ, რომ არც იარაღი ამიღია და ჯარის რიგებშიც არ დავმდგარვარ? უბრალოდ მინდოდა შემეხედა და შემეტყო, ამ ადამიანს ასეთი უზომო სიამაყე საიდან აქვს: „ანუ ვინ არს წინადაუცვეთელი ისი, რომელი გამოსრულ არს მაყუედრებელად ერსა უფლისა ცხოველისასა?" (). შემდეგ, მისი უკიდურესად ამპარტავანი სიტყვების მოსმენისა და საულთან მყოფთა გამოუთქმელი შიშის ხილვისას ამბობს: რა სიკეთეს გაუკეთებთ იმ კაცს, ვინც ამ უცხოთესლს მოკლავს ()? და ასეთი სიტყვებით თავისი სულის დიდი სიმამაცე რომ გამოავლინა, ყველა განცვიფრებაში მოიყვანა. საულმა, ამის შეტყობისას, თავისთან მოიხმო ჭაბუკი, რომელმაც მწყემსობის გარდა სხვა არაფერი იცოდა, და მისი ასაკი რომ დაინახა, ზიზღი გამოხატა. მაგრამ როცა მისგან გაიგო, როგორ უმკლავდებოდა დათვებს, როცა ისინი ფარას ესხმოდნენ (არა დიდებისმოყვარეობამ უბიძგა ამ დიდებულ კაცს ამის თხრობა, არამედ აუცილებლობამ, რომ საულშიც სიმამაცე ჩაებერა და მისი ყურადღება არა გარეგნულ უძლურებაზე, არამედ შიგნით დაფარულ რწმენასა და ზეციურ შეწევნაზე მიეპყრო, რომლითაც იგი — ჭაბუკი — კაცებზე ძლიერი იყო, უიარაღო — შეიარაღებულებზე, მწყემსი — მეომრებზე), —...

სრულად ნახვა