...ა ენახა, უფრო მეტად არ დაემართებოდა ეს? ამიტომ, როცა საქმეები ადამიანური სასოების მხრივ უიმედოდ ჩაითვლება, მაშინ ღმერთი მოიტანს თავისგან მომდინარე მოკავშირეობას. ეს გააკეთა გოლიათის შემთხვევაშიც (); ესვე - მოციქულების შემთხვევაშიც. ამიტომ პავლეც ამბობდა: „არამედ თჳთ თავით თჳსით განჩინებაჲ იგი სიკუდილისაჲ მოგუეღო, რაჲთა არა ვესვიდეთ თავთა ჩუენთა, არამედ ღმერთსა, რომელმან-იგი აღადგინნის მკუდარნი,“ (). „ძალი ჩემი და გალობაჲ ჩემი უფალი და მეყო მე იგი მაცხოვარ.“ ().
თითქოს ამბობდა: თვითონ გახდა ჩემი ძალა და შეწევნა. რას ნიშნავს, როცა ამბობს: „გალობაჲ ჩემი“ ()? ჩემი დიდებაა, ჩემი ქებაა, ჩემი სამკაულია, ჩემი ბრწყინვალებაა. რადგან მხოლოდ საფრთხ...