მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი მეფეთა 17:29

28. და ვითარცა ესმა სიტყუაჲ ესე დავითისი ელიაბს, ძმასა მისსა უხუცესსა, რომელსა ეტყოდა კაცთა მათ, განრისხნა ფრიად დავითისათჳს და ჰრქუა: შენ მო-ვე-რა-ხვედ აქა, ანუ ვის დავედრენ უბადრუკნი იგი საცხოვარნი უდაბნოსა? მე უწყი ამპარტავანება ეგე შენი და სიბოროტე, რასა იქ სილაღითა, რამეთუ მოსრულ ხარ აქა ხილვად ღუაწლსა ბრძოლისასა.29. მიუგო დავით და ჰრქუა: რაჲ მიყოფიეს, ანუ რაჲ გავნე, ანუ სიტყუანი არიანა სამე?30. და წარვიდა დავით სხუასა ადგილსა და მასვე იტყოდა, და მიერ ერისაგან მიუგეს პირველისაებრვე სიტყჳსა.
პირველი მეფეთა თავი 17
29. მიუგო დავით და ჰრქუა: რაჲ მიყოფიეს, ანუ რაჲ გავნე, ანუ სიტყუანი არიანა სამე?

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ფსალმუნი 44-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
6. სიმშვიდე სიმართლე და სულიერი ძლევა:

...აბესალომს!“** ()? და როცა დასაწყისში თავის ძმებს ელაპარაკებოდა, რომლებიც მომავალი გამარჯვების გამო შურით იწვოდნენ და ავი თვალით უყურებდნენ, გაიაზრე, როგორი სიმშვიდით ესაუბრება მათ და ამბობს: „ანუ სიტყუანი არიანა სამე?“ (). მოსე კი? მათთვის, ვინც მას ქვებს ესროდა, მათთვის, ვინც, რამდენადაც მათზე იყო დამოკიდებული, სასიკვდილოდ იმეტებდა, მოისმინე, რას ამბობს: „და აწ მი-თუ-უტევებ ცოდვათა მათთა, მიუტევენ. უკუეთუ არა, აღმჴოცე მეცა წიგნსა მისგან, რომელსა დამწერე“ (). და კვლავ, როცა სხვები მას შურისაკენ აღძრავდნენ და აღშფოთებისაკენ აქეზებდნენ, მან ის ბრძნული სიტყვები წარმოთქვა: „და ვინ მომცეს ყოველი ესე ერი წინასწარმეტუელად“ ()? ხოლო იმ დისათვის, რომელმაც კვლავ შეურაცხყო იგი, რაოდენ დიდ ვედრებას აღავლენს! და მრავალ სხვა ადგილშიც შეიძლებოდა ვინმეს ენახა მისი სიმ...

სრულად ნახვა
საუბარი 46. „და თქუას: ვინ უთხრას აბრაჰამს" (დაბ 21:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
3. დავითის რწმენა და საულის შური:

...ბრძოლას ხედავდე ()? მაშ, ჩვენს მოსანახულებლად არ მოსულხარ? შეხედეთ მის კეთილგონიერებას და დიდ სიმშვიდეს. მათ არაფერ თავხედსა და უხეშს ეუბნება, არამედ მათ ცეცხლს ადუნდებს, შურს აცხრობს და პასუხობს: „რაჲ მიყოფიეს, ანუ რაჲ გავნე, ანუ სიტყუანი არიანა სამე?" (). განა ვერ ხედავთ, რომ არც იარაღი ამიღია და ჯარის რიგებშიც არ დავმდგარვარ? უბრალოდ მინდოდა შემეხედა და შემეტყო, ამ ადამიანს ასეთი უზომო სიამაყე საიდან აქვს: „ანუ ვინ არს წინადაუცვეთელი ისი, რომელი გამოსრულ არს მაყუედრებელად ერსა უფლისა ცხოველისასა?" (). შემდეგ, მისი უკიდურესად ამპარტავანი სიტყვების მოსმენისა და საულთან მყოფთა გამოუთქმელი შიშის ხილვისას ამბობს: რა სიკეთეს გაუკეთებთ იმ კაცს, ვინც ამ უცხოთესლს მოკლავს ()? და ასეთი სიტყვებით თავისი სულის დიდი სიმამაცე რომ გამოავლინა, ყველა განცვიფრებაში მოიყვანა. საულმა, ამის შეტყობისას, თავისთან მოიხმო ჭაბუკი, რომელმაც მწყემსობის გარდა სხვა არაფერი იცოდა, და მისი ასაკი რომ დაინახა, ზიზღი გამოხატა. მაგრამ როცა მისგან გაიგო, როგორ უმკლავდებოდა დათვებს, როცა ისინი ფარას ესხმოდნენ (...

სრულად ნახვა