პირველი მეფეთა 17:38
37. მაშინ თქუა დავით: თავადმან უფალმან ღმერთმან, რომელმან მიჴსნა მე პირისაგან ლომისასა და მკლავთაგან დათჳსათაგან, მან მიჴსნეს მე ჴელთაგან მის წინადაუცვეთელისა უცხოთესლისათა! მიუგო საულ დავითს და ჰრქუა: გვალე, განვედ მისა და უფალი იყავნ შენ თანა.38. და შთააცვა დავითს ჯაჭვი ჯაჭუსა მას ზედა იალმაგი და ჩაფხუტი სპილენძისა დაადგა თავსა მისსა.39. და ჴმალი მისი შეარტყა წელთა მისთა და განსლვასა მისსა კელობად იწყო დავით და ბრკომად, რამეთუ უმეცარ იყო იგი. მიუგო საულს დავით და ჰრქუა: ვერ განუჴდე ამით, რამეთუ უმეცარ და უხეშ ვარ ამისა! ფერჴი დაიპყრა დავით და განიძარცვა საჭურველი იგი მისგან.
პირველი მეფეთა თავი 17