პირველი მეფეთა 17:23
22. და დავით მოიღო ჭურჭელი იგი, და დავედრა ვანისმცველსა მას, და წარვიდა ერისა მის თანა ბრძოლად და ჰკითხვიდა ძმათა თჳსთა მშჳდობასა.23. და ვიდრე იგი ამას იტყოდა ოდენ, აჰა, ესერა, გამოუჴდა კაცი იგი ამინელი, ფილისტიმელი გეთელი, რომელსა ერქუა გოლიად, უცხოთესლი, და ესმა დავითს და ყოველსა ერსა ისრაჱლისასა, რომელი იტყოდა სიტყუასა ამპარტავანებისასა სილაღით.24. და რაჟამს იხილეს მათ კაცი იგი, შეშინდეს ფრიად და სივლტოლად მიიქცეს პირისაგან მისისა.
პირველი მეფეთა თავი 17