მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

პირველი მეფეთა 17:18

17. ჰრქუა იესემ დავითს, ძესა თჳსსა: მიიღე შენ თანა გრივი ერთი ჴალი, ათი ჴუეზა პური, და მიისწრაფე ბანაკად და მიართუ ძმათა შენთა.18. და ათი ესე ხაჭო მიიპყარ ერისთავსა მას, და სცან სიცოცხლე ძმათა შენთა და მითხარ მე სიცოცხლე მათი.19. და საულ და ყოველი ერი განწყობილად დგა მუხასა მას ქუეშე, რომელი იყო უბესა მას ბრძოლისასა წინაშე უცხოთესლთა მათ.
პირველი მეფეთა თავი 17
18. და ათი ესე ხაჭო მიიპყარ ერისთავსა მას, და სცან სიცოცხლე ძმათა შენთა და მითხარ მე სიცოცხლე მათი.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

ესაიას განმარტება, თავი 7
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2.:

...რას ნიშნავს: „შენ და დაშთომილი იასუთ, ძე შენი“ ()? ებრაელთა ენაზე იასუბი ეწოდება მოქცევასაც და ცხოვრების წესსაც. ამიტომაც იესემ, როცა დავითს აგზავნიდა, თქვა: „და მათ იასუბს მიიღებ“ ()2; ესე იგი, მათ ცხოვრებას შემატყობინებ და იმასაც, რას საქმიანობენ და როგორ ცხოვრობენ.

3.

აქაც, მაშასადამე, ვფიქრობ, წინასწარმეტყველს ებრძანება, თან ბევრი ხალხი წაიყვანოს, რათა, როცა მოვლენები აღსრულდება, მეფეს უმადურობის საბაბი არ ჰქონდეს, თითქოს წინასწარმეტყველისგან ამ ყოველივეს შესახებ არაფერი გაეგონოს. მაშ, რასაც ამბობს, ესაა: „გამოდი შესახვედრად, შენ და შენთან ერთად დაბრუნებულნი, ხალხისგან დარჩენილნი“ ()3. ნუ გაგიკვირდება, თუ ხალხს მის ძედ უწოდებს; რადგან ცოტა ქვემოთ ამბობს: **„...

სრულად ნახვა