მოციქულისაჲ: რამეთუ მნებავს უწყებად თქუენდა, რაბამი ღუაწლი მაქუს თქვენთჳს და ლავდიკელთა მათ, და რავდენთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად (2,1).
თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ უძლურებისა მათისათჳს მოშიშ არს მათთჳს, ამისთჳს ლავდიკელთაცა სახელსა ზედა დაჰრთავს, ვითარმედ: ზოგად თქუენთჳს და მთთჳს მოშიშ ვარ მე და ყოველთათჳს, რომელთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად, და ესმას ჩემთა ამათთჳს ჭირთა და შრომათა, ნუუკუე შეირყინენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა, ვითარ თუმცა დატევებით განსწირვიდა იგი...
