მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 2:5

4. ხოლო ამას ვიტყჳ, რაჲთა ნუ ვინმე შეურაცხ-გყვნეს თქუენ სიტყჳთა მეტნობისაჲთა;5. რამეთუ დაღათუ ჴორცითა შორს ვარ, არამედ სულითა თქუენ თანა ვარ; მიხარის და ვხედავ თქუენსა მაგას წესიერებასა და სიმტკიცესა მაგას ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა თქუენისასა.6. ვითარცა-ეგე გისწავიეს ქრისტე იესუ უფალი, მას შინა ვიდოდეთ,
კოლასელთა მიმართ თავი 2
5. რამეთუ დაღათუ ჴორცითა შორს ვარ, არამედ სულითა თქუენ თანა ვარ; მიხარის და ვხედავ თქუენსა მაგას წესიერებასა და სიმტკიცესა მაგას ქრისტეს მიმართ სარწმუნოებისა თქუენისასა.
თავი ვ̂. რაჲთა არა ჰყვებოდინ კაცობრივსა სიბრძნესა მაცთურსა, რომელთა აქუნდეს ქრისტეს მიერი სიბრძნე
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო ამას ვიტყჳ, რაჲთა ნუ ვინმე შეურაცხ-გყვნეს თქუენ სიტყჳთა მეტნობისაჲთა, რამეთუ დაღათუ ჴორცითა შორს ვარ, არამედ სულითა თქუენ თანა ვარ (2,4-5).:

თარგმანი: ამას ეტყჳს, რაჲთა არცა ერთი რაჲ სასოებაჲ აქუნდეს კაცობრივისა ენამჭევრობისა მიმართ, რამეთუ თჳნიერ ღმრთისა მიერისა გამოცხადებისა ვერ შესაძლებელ არს ცნობაჲ ესევითართა საიდუმლოთაჲ, ვინაჲცა მოციქული მიფარულად-რე ამხილებს, ვითარმედ: მეცნიერ ვარ მათ, რომელნი გაცთუნებენ თქუენ ესევითარითა მით სივერაგითა სოფლიოჲსა სწავლულებისაჲთა, და არარაჲ დამეფარვის მისგანი, შორიელობისათჳს ჴორცთაჲსა, რომელი-ესე არა გარე-შევიწერები სულითა. ხოლო მიფარულად მხილებისა მიზეზ არს, რომელი-იგი მრავალგზის გჳთქუამს, — რაჲთა არა უმეტესად ურცხჳნო ყვნეს იგინი. ამისთჳს აწ მხილებისა სიტყუაჲ სიყუარულისა და ქებისა პირსა ზედა წარმოთქუა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის