მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 2:7

6. ვითარცა-ეგე გისწავიეს ქრისტე იესუ უფალი, მას შინა ვიდოდეთ,7. დაფუძნებულნი და აღშენებულნი მას ზედა და დამტკიცებულნი სარწმუნოებითა, ვითარცა-იგი ისწავეთ, აღემატებოდეთ მას შინა მადლობითა.8. ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენველ თქუენდა სიბრძნის მოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაჲსა, წესთა მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ,
კოლასელთა მიმართ თავი 2
7. დაფუძნებულნი და აღშენებულნი მას ზედა და დამტკიცებულნი სარწმუნოებითა, ვითარცა-იგი ისწავეთ, აღემატებოდეთ მას შინა მადლობითა.
თავი ვ̂. რაჲთა არა ჰყვებოდინ კაცობრივსა სიბრძნესა მაცთურსა, რომელთა აქუნდეს ქრისტეს მიერი სიბრძნე
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: დაფუძნებულნი და აღშენებულნი მას ზედა და დამტკიცებულნი სარწმუნოებითა, ვითარცა-იგი ისწავეთ, აღემატებოდეთ მას შინა მადლობითა (2,7).:

თარგმანი: ესე არს მას ზედა დაფუძნებაჲ, რაჲთა მარადის მას ზედა ვეგნეთ და არა ოდესმე ქრისტეს და ოდესმე ბელიარს, არამედ მარადის ქრისტესა ვჰმსახურებდეთ. ხოლო მას ზედა აღშენებაჲ — რაჲთა საფუძველსა ზედა და სიმტკიცესა სარწმუნოებისა მისისასა ვაშენებდეთ კეთილთა საქმეთა, და ყოველსავე შინა ვჰმადლობდეთ მას, რომელმან-იგი ესევითარისა მისგან შორიელობისა ესოდენ მახლობელ თჳსა მყვნა, რამეთუ სიმდაბლით მადლობითა გარდასრულთა ქველისმოქმედებათაჲთა მოგუენიჭების აღმატებაჲ წინამდებარისაცა მიმართ სიმაღლისა სრულებათაჲსა.

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის