მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 2:1

1. რამეთუ მნებავს უწყებად თქუენდა, რაბამი ღუაწლი მაქუს თქუენთჳს და ლავდიკელთა მათ და რაოდენთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად,2. რაჲთა ნუგეშინის-ცემულ იქმნენ გულნი მათნი, თანა-შეტყუებულნი სიყუარულით ყოვლისა მიმართ სიმდიდრისა გულ-სავსებისა, გულისჴმის-ყოფისა მეცნიერად საიდუმლოსა მას ღმრთისასა და მამისასა და ქრისტესსა,
კოლასელთა მიმართ თავი 2
1. რამეთუ მნებავს უწყებად თქუენდა, რაბამი ღუაწლი მაქუს თქუენთჳს და ლავდიკელთა მათ და რაოდენთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად,
თავი ვ̂. რაჲთა არა ჰყვებოდინ კაცობრივსა სიბრძნესა მაცთურსა, რომელთა აქუნდეს ქრისტეს მიერი სიბრძნე
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ მნებავს უწყებად თქუენდა, რაბამი ღუაწლი მაქუს თქვენთჳს და ლავდიკელთა მათ, და რავდენთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად (2,1).:

თარგმანი: რაჲთა არა თქუან, ვითარმედ უძლურებისა მათისათჳს მოშიშ არს მათთჳს, ამისთჳს ლავდიკელთაცა სახელსა ზედა დაჰრთავს, ვითარმედ: ზოგად თქუენთჳს და მთთჳს მოშიშ ვარ მე და ყოველთათჳს, რომელთა არა უხილავს პირი ჩემი ჴორციელად, და ესმას ჩემთა ამათთჳს ჭირთა და შრომათა, ნუუკუე შეირყინენ სარწმუნოებისაგან ქრისტესისა, ვითარ თუმცა დატევებით განსწირვიდა იგი ქადაგსა და მოციქულსა თჳსსა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა ზედა, ეგრეთ ჯერ-არს აღმაღლებაჲ ძისა კაცისაჲ“ (3,14).:

...ე ცოდვისაგან შორს იყო, ვითარცა-იგი რვალისა გუელი - გესლისაგან, რამეთუ ცოდვაჲ ჯუარცუმულმან არა ქმნა, „არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“. და ესე არს, რომელსა იტყჳს პავლე, ვი-თარმედ: „განძარცუნა მთავრობანი და ჴელმწიფებანი და განაქიქნა იგინი კადნიერებით მას ზედა“. რამეთუ ვითარცა მოღუაწემან და ახოვანმან მორკინალმან აღიღის რაჲ წინააღმდგომი თჳსი და სიმაღლედ აღამაღლის და დააკუეთის და ბრწყინვალედ გამოაჩინის ძლევაჲ თჳსი, ეგრეთვე ქრისტემან წინაშე ყოვლისა სოფლისა წინააღმდგომნი იგი ძალნი დააკუე-თნა და მოწყლულნი იგი მჴეცისაგან განკურნნა ჯუარ-ცუმითა თჳსითა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვიდრემდის ძე თჳსი მხოლოდშობილი მისცა მას, რაჲთა ყოველთა რომელთა ჰრწმენეს მისი, არა წარწყმდენ, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (3,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: ნუ გიკჳრს, რომელ მეგულების ამაღლებაჲ ჯუარსა ზედა, რაჲთამცა თქუენ სცხოვნდით, რამეთუ მამასაცა ესე სათნო-უჩნს; რამეთუ ესრეთ შეიყუარნა მან კაცნი, ვიდრეღა მონათათჳს ძე მოსცა, და მონათა უმადლო-თათჳს, რომელ-ესე მოყუარისათჳსცა არავინ იქმს.

ეჰა საკჳრველი! ვითარ უკუდავმან მან დაუსაბამომან მიწისა...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კე
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ამენ, ამენ გეტყჳ შენ: უკუეთუ ვინმე არა იშვეს წყლისაგან და სულისა წმიდისა, ვერ ჴელეწიფების შესლვად სასუფეველსა ღმრთისასა“ (3,5).:

...აჲ და დანთქმაჲ სრულიად ძუელისა მის კაცისაჲ და გამოჩინებად ახლისა. ხოლო სამგზის იქმნების შთაყოფაჲ თავისაჲ წყალსა, რაჲთა სცნა, ვითარმედ ძალი მამისა და ძისა და წმიდისა სულისაჲ აღასრულებს მას ყოველსა, და არა იჭუ არს საქმჱ ესე. ისმინე პავლესი, რასა იტყჳს, ვითარმედ: „დავეფლენით მის თანა ნათლის-ღები-თა სიკუდილად“, და ვითარმედ: „ძუელი იგი კაცი ჩუენი ჯუარს-ეცუა“. ხოლო არა თუ ოდენ ნათლის-ღებასა ჯუარ-ცუმა ეწოდების, არამედ ჯუარ-ცუმასაცა - ნათლის-ღება, ვითარცა იტყჳს, ვითარმედ: „ნათლის-ღებაჲ, რომელი მე ნათელ-ვიღო, ნათელ-იღოთ“. ; რამეთუ ვითარცა ჩუენ ადვილად შთავჰყოფთ წყალსა თავთა და აღმოვიღებთ, ეგრეთვე უფალი ადვილად მოკუდა და, ინება რაჲ, აღდგა, დაღაცათუ საიდუმლოდ სამ დღე იყო საფლავსა შინა.

სწავლაჲ კე ვითარმედ უნათლავსა დაღაცათუ ბევრეულნი სათნოებანი აქუნდენ, გეჰენიად მივალს

ხოლო აწ რომელნი ესევითართა საიდუმლოთა ღირსქმნულ ვართ, ცხორებაჲცა მოვიგოთ ღირსი მის ნიჭისაჲ, და რომელნი არა ღირსქმნულ ხართ მას, ყოვლითა სახითა ისწრაფეთ, რაჲთა ღირს მისა იქმნნეთ, და ვიქმნნეთ ერთ გუამ და ურთიერთას ძმა. რამეთუ ვიდრემ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, გლახაკთა ეხარების. და ნეტარ არს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ“ (11,4-6).:

...„აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“. ხოლო ტარიგად რაჲ სახელ-სდვა, ვნებაჲ იგი ჯუარისაჲ მოასწავა; და კუალად, ახუმაჲ რაჲ ცოდვათაჲ თქუა, ჯუარ-ცუმაჲვე მოასწავა. რამეთუ ჯუარ-ცუმითა განხეთქნა ჴელისწერილნი იგი ცოდვისანი, ვითარცა პავლე წამებს.

და კუალად ესე ვინმცა ვერ გულისჴმა-ყო, თუ ვითარ შესაძლებელ არს, რომელი-იგი წინაჲსწარმეტყუელთა ყოველთა იცოდეს, რაჲთამცა უმეტესი იგი ყოველთაჲ უმეცარ იყო? რამეთუ ესე საცნაურ არს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელთა იცოდეს და ქადაგებდეს ვნებისა მისისათჳს. ისმინე ესაიაჲსი: „ვითარცა ცხოარი კლვად მიიგუარაო, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად დგა, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა. სიმდაბლითა მისითა სამართალი მისი მიეღო“. და არა ჯუარ-ცუმასა ხოლო იტყოდა მისსა, არამედ მის თანა დამოკიდებულ-თათჳსცა მოასწავა და თქუა, ვითარმედ: „უშჯულოთა თანა შეირაცხა“. და კუალად პირველ მისსა დავით შემდგომითი შემდგომად წარმოიტყოდა ვნებისათჳს ქრისტესისა: „რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი, და მთავარნი შეკრბეს ერთად უფ...

სრულად ნახვა