მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 2:14

13. და თქუენცა მკუდარ იყვენით შეცოდებათა შინა და წინადაუცუეთელებითა მით ჴორცთა თქუენთაჲთა, მის თანა განგაცხოველნა თქუენ, მოგჳტევნა ჩუენ ყოველნი შეცოდებანი.14. და აჴოცა ჩუენთჳს ჴელით წერილი ბრძანებით, რომელი იყო ანტაკრად ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შეჰმსჭუალა ჯუარსა,15. განძარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა.
კოლასელთა მიმართ თავი 2
14. და აჴოცა ჩუენთჳს ჴელით წერილი ბრძანებით, რომელი იყო ანტაკრად ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შეჰმსჭუალა ჯუარსა,
თავი ზ̂. ვითარმედ ღმრთისა თანა შეერთებასა შჯულისაცა წესი აქუს სულიერად, რაჲთა ქრისტეს თანა ცხოველ იყვნენ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მოგჳტევნა ჩუენ ყოველნი შეცოდებანი და აღჴოცა ჩუენთჳს ჴელითწერილი ბრძანებით, რომელი იყო ანტაკრად ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შეჰმშჭუალა ჯუარსა (2,13-14).:

თარგმანი: აჰა ესერა, ესე იყვნეს მოქმედ სულიერისა სიკუდილისა - სიმრავლენი ცოდვათანი, რომელთა სიკუდილისაგან განგუაცხოველნა, რაჟამს მოგჳტევნა იგი ნათლისღებითა. ხოლო რაჲთა არავის ეშინოდის კუალად მოჴსენებად ერთგზის მოტევებულთა მათ, ამისთჳს იტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, აღჴოცა ჩუენ-ზედაჲ იგი ჴელითწერილი ბრძანებათა მიერ, რომელი იყო წინააღმდგომ ჩუენდა, იგი აღიღო შორის და შეჰმშჭუალა ჯუარსა. ჴელითწერილად იტყჳს გინათუ მას, რომელი-იგი თჳსით ნებსით ჴმა-ყვეს კაცთა მოსეს მიმართ, ვითარმედ ყოველივე, რაოდენი თქუა ღმერთმან, ვქმნეთ და ვისმინოთ მისი; ანუ თუ მას, რომელ თანამდებ არს ყოველი კაცი სმენად ყოველსავე ბრძანებასა ღმრთისა, დამბადებელისა თჳსისასა; გინათუ მას, რომელი-იგი უბრძანა ღმერთმან ადამს, ვითარმედ: "რომელსა დღესა შჭამოთ ხისა მისგანი, სიკუდილით მოსწყდეთ" () ესე სიტყუაჲ, ვითარცა ჴელითწერილი, მიეტაცა ეშმაკსა, რამეთუ გარდასლვაჲ იგი მცნებისაჲ, ვითარცა ჴელის-წერა რამე იქმნა ჩუენდა, რომელი-იგი დაჰჴსნა უფალმან განჴორციელებითა თჳსითა, რამეთუ ცოდვანი ჩუენნი თჳსად განიკუთნნა, მან, რომელმან ცოდვაჲ არა ქმნა,...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 46-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. გონიერი გალობა და წმიდა მეუფება:

...რობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა“** (). და კვლავ: „და აჴოცა ჩუენთჳს ჴელით წერილი ბრძანებით, რომელი იყო ანტაკრად ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შეჰმსჭუალა ჯუარსა,“ (). „უფალი ჴმითა საყჳრისათა“ (). კვლავ იმავეს აცხადებს, ანუ ბრწყინვალე გამარჯვებას. აქ კი სხვა რამ უნდა გავიაზროთ: თვალსაჩინოება, სიცხადე, სრული აშკარაობა. და თუმცა მაშინ, როდესაც ეს მოხდა, არავინ იცოდა, მაინც ისე ცხადი შეიქნა, თითქოს საყვირი ხმობდეს — უფრო კი ბევრად მეტადაც. რადგან მაშინ ფარულად მომხდარი მთელ ქვეყნიერებაზე მცხოვრებთაგან თითქმის არავის დარჩენია უცნობი; თვით მოვლენათა ბუნებამ ისე გამოაჩინა იგი, თითქოს საყვირი ხმობდეს — უფრო კი ბევრად მეტადაც. რადგან საყვირი, თუნდაც ხმობდეს, ვერ მოუწოდებდა ყველას იმ სანახაობისკენ ისე, როგორც შემდგომ მოვლენათა ხმამ...

სრულად ნახვა
თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი ლვ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ხედავთ: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, გლახაკთა ეხარების. და ნეტარ არს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ“ (11,4-6).:

...„აჰა ტარიგი ღმრთისაჲ, რომელმან აიხუნეს ცოდვანი სოფლისანი“. ხოლო ტარიგად რაჲ სახელ-სდვა, ვნებაჲ იგი ჯუარისაჲ მოასწავა; და კუალად, ახუმაჲ რაჲ ცოდვათაჲ თქუა, ჯუარ-ცუმაჲვე მოასწავა. რამეთუ ჯუარ-ცუმითა განხეთქნა ჴელისწერილნი იგი ცოდვისანი, ვითარცა პავლე წამებს.

და კუალად ესე ვინმცა ვერ გულისჴმა-ყო, თუ ვითარ შესაძლებელ არს, რომელი-იგი წინაჲსწარმეტყუელთა ყოველთა იცოდეს, რაჲთამცა უმეტესი იგი ყოველთაჲ უმეცარ იყო? რამეთუ ესე საცნაურ არს, ვითარმედ წინაჲსწარმეტყუელთა იცოდეს და ქადაგებდეს ვნებისა მისისათჳს. ისმინე ესაიაჲსი: „ვითარცა ცხოარი კლვად მიიგუარაო, და ვითარცა ტარიგი წინაშე მრისუველისა უჴმობელად დგა, ესრეთ არა აღაღებს პირსა თჳსსა. სიმდაბლითა მისითა სამართალი მისი მიეღო“. და არა ჯუარ-ცუმასა ხოლო იტყოდა მისსა, არამედ მის თანა დამოკიდებულ-თათჳსცა მოასწავა და თქუა, ვითარმედ: „უშჯულოთა თანა შეირაცხა“. და კუალად პირველ მისსა დავით შემდგომითი შემდგომად წარმოიტყოდა ვნებისათჳს ქრისტესისა: „რად აღიძრნეს წარმართნი და ერმან იზრახა ცუდი? შეითქუნეს მეფენი ქუეყანისანი, და მთავარნი შეკრბეს ერთად უფ...

სრულად ნახვა