მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 2:3

2. რაჲთა ნუგეშინის-ცემულ იქმნენ გულნი მათნი, თანა-შეტყუებულნი სიყუარულით ყოვლისა მიმართ სიმდიდრისა გულ-სავსებისა, გულისჴმის-ყოფისა მეცნიერად საიდუმლოსა მას ღმრთისასა და მამისასა და ქრისტესსა,3. რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი.4. ხოლო ამას ვიტყჳ, რაჲთა ნუ ვინმე შეურაცხ-გყვნეს თქუენ სიტყჳთა მეტნობისაჲთა;
კოლასელთა მიმართ თავი 2
3. რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი.
თავი ვ̂. რაჲთა არა ჰყვებოდინ კაცობრივსა სიბრძნესა მაცთურსა, რომელთა აქუნდეს ქრისტეს მიერი სიბრძნე
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მეცნიერებად საიდუმლოსა მას ღმრთისასა და მამისასა და ქრისტესსა, რომელსა შინა არიან ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და მეცნიერებისანი დაფარულნი (2,2-3).:

თარგმანი: რაჲ არს საიდუმლოჲ მამისა და ძისაჲ, რომელნი-იგი ერთღმრთეება არიან, გარნა თუ ესე, რამეთუ ძემან განჴორციელებითა თჳსითა მოიყვანნა კაცნი მამისა; და ესე ყო თჳსსა ჟამსა, ოდეს-იგი უწყოდა, ვითარმედ მაშინ უმჯობეს არს, რამეთუ მის შორის არიან, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი და დაფარულნი მეცნიერებისანი, რომელნი-იგი არა ხოლო კაცთა, არამედ ანგელოზთაცა ბუნებასა ზეშთა-ექმნებიან. ამისთჳს ნუვინ ანგელოზთა მიერ ჰგონებს ცხორებასა ჩუენსა, არამედ ძისა მიერ, პირველ საუკუნეთა მამისაგან შობილისა, რომელ არს სიბრძნე და ძალი მისი.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი ლ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ი ტ ყ უ ა ჲ ე ს ე: „ზეგარდამო მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი არს ქუეყანით, ქუეყანისაგანი არს და ქუეყანისასა იტყჳს“ (3,31).:

...ა თუ, რამეთუ ქუეყანისაჲ არს, არამედ მიუწდომელსა მას შობასა მისსა თანა ქუეყანისაჲ არს; ეგრეთვე აქა იოვანე ქრისტეს სწავლასა თანა „ქუეყანისასა მეტყუელად“ უწოდა თავსა თჳსსა, ესე იგი არს, ვითარმედ: ჩემნი სიტყუანიო მისთა თანა მდაბალ და უნდო არიან, რამეთუ „ყოველნი საუნჯენი სიბრძნისანი მის თანა არიან დაფარულნი“, ხოლო მე ქუეყანასა ზედა მყოფი ვარ და უღირსი მის თანა, რამეთუ იგი ზეცით მოსრულ არს. ესრეთ უკუე დაჰჴსნა ვნებაჲ მათი და მერმეღა იწყო უმაღლესთა სიტყუათა თქუმად ქრისტესთჳს კადნიერებით, რამეთუ პირველ ეკალნი აღმოჰფხურნა და ესრეთ დასთესა თესლი კეთილი და ჰრქუა:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ზეცით მომავალი იგი ყოველთა ზედა არს. და რომელი იხილა და ესმა, ამას წამებს, და წამებასა მისსა არავინ მიიღებს“ (3,31-32).

თ ა რ გ მ ა ნ ი: დიდი და მაღალი სიტყუაჲ თქუა მისთჳს, და აწ კუალად სიმდაბლედ მოიყვანა, ვითარმედ: „რომელი იხილა და ესმაო“, და ესე სიტყუანი კაცობრივნი არიან. ხოლო მან არა თუ სმენითა და ხილვითა იცოდა, რაჲ-იგი იცოდა, არამედ ყოველივე ბუნებით აქუნდა, რამეთუ სრულად გამოსრულ არს წიაღთაგან მამისათა, რამეთუ იტყჳს, ვი-თარმედ: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“. რაჲ არს უკუე სიტყუაჲ ესე, რომელს...

სრულად ნახვა