მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 2:15

14. და აჴოცა ჩუენთჳს ჴელით წერილი ბრძანებით, რომელი იყო ანტაკრად ჩუენდა, და იგი აღიღო შორის და შეჰმსჭუალა ჯუარსა,15. განძარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა.16. ნუმცა ვინ უკუე განგიკითხავს თქუენ საჭმლითა და სასუმლითა, გინა კერძო დღესასწაულისაჲთა, გინა თჳს-თავითა, გინა შაბათობითა,
კოლასელთა მიმართ თავი 2
15. განძარცუნა მთავრობანი იგი და ჴელმწიფებანი და საჩუენებელ ქმნნა იგინი კადნიერებით და განაქიქნა იგინი მას შინა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი კზ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა ზედა, ეგრეთ ჯერ-არს აღმაღლებაჲ ძისა კაცისაჲ“ (3,14).:

...ე ცოდვისაგან შორს იყო, ვითარცა-იგი რვალისა გუელი - გესლისაგან, რამეთუ ცოდვაჲ ჯუარცუმულმან არა ქმნა, „არცა იპოვა ზაკუვაჲ პირსა მისსა“. და ესე არს, რომელსა იტყჳს პავლე, ვი-თარმედ: „განძარცუნა მთავრობანი და ჴელმწიფებანი და განაქიქნა იგინი კადნიერებით მას ზედა“. რამეთუ ვითარცა მოღუაწემან და ახოვანმან მორკინალმან აღიღის რაჲ წინააღმდგომი თჳსი და სიმაღლედ აღამაღლის და დააკუეთის და ბრწყინვალედ გამოაჩინის ძლევაჲ თჳსი, ეგრეთვე ქრისტემან წინაშე ყოვლისა სოფლისა წინააღმდგომნი იგი ძალნი დააკუე-თნა და მოწყლულნი იგი მჴეცისაგან განკურნნა ჯუარ-ცუმითა თჳსითა.

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „რამეთუ ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვიდრემდის ძე თჳსი მხოლოდშობილი მისცა მას, რაჲთა ყოველთა რომელთა ჰრწმენეს მისი, არა წარწყმდენ, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ“ (3,16).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ხოლო სიტყუაჲ ესე ესევითარი არს, ვითარმედ: ნუ გიკჳრს, რომელ მეგულების ამაღლებაჲ ჯუარსა ზედა, რაჲთამცა თქუენ სცხოვნდით, რამეთუ მამასაცა ესე სათნო-უჩნს; რამეთუ ესრეთ შეიყუარნა მან კაცნი, ვიდრეღა მონათათჳს ძე მოსცა, და მონათა უმადლო-თათჳს, რომელ-ესე მოყუარისათჳსცა არავინ იქმს.

ეჰა საკჳრველი! ვითარ უკუდავმან მან დაუსაბამომან მიწისა...

სრულად ნახვა