მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 2:8

7. დაფუძნებულნი და აღშენებულნი მას ზედა და დამტკიცებულნი სარწმუნოებითა, ვითარცა-იგი ისწავეთ, აღემატებოდეთ მას შინა მადლობითა.8. ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენველ თქუენდა სიბრძნის მოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაჲსა, წესთა მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ,9. რამეთუ მას შინა დამკჳდრებულ არს ყოველივე სავსებაჲ ღმრთეებისაჲ ჴორციელად.
კოლასელთა მიმართ თავი 2
8. ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენველ თქუენდა სიბრძნის მოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაჲსა, წესთა მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ,
თავი ვ̂. რაჲთა არა ჰყვებოდინ კაცობრივსა სიბრძნესა მაცთურსა, რომელთა აქუნდეს ქრისტეს მიერი სიბრძნე
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ეკრძალენით, ნუ ვინმე იყოს წარმტყუენველ თქუენდა სიბრძნის მოყუარებითა და ცუდითა საცთურითა მოძღურებისა მისებრ კაცთაჲსა, წესთა მათებრ ამის სოფლისათა და არა ქრისტეს მიერ (2,8).:

თარგმანი: კეთილად იწყებს მოძღურებასა, განმაკრძალებელსა მსმენელთასა, რაჲთა ეშინოდის, ნუუკუე სახელითა სიბრძნისმოყუარებისაჲთა შესტყუონ მათ ცუდი საცთური, განმაქარვებელი სარწმუნოებისაჲ წესითა მზაკუვარებისაჲთა, რომელ არს მოძღურებაჲ კაცობრივი და არა ქრისტეს მიერი, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ნივთთა მათებრ ამის სოფლისათა. რამეთუ სახელითა ნივთთაჲთა მყუდროებით ამხილებს მათ, რასა-იგი საწარმართოჲთა სიბრძნითა განლაღებულნი აცთუნებდეს მათ. ესე იგი იყო, რაჲთა ნივთთა რათმე ამის სოფლისათა იზმნიდენ, რომელ არს მოქცევი მზისა და მთოვარისაჲ, მოკლებითურთ და შემატებით მათით, და ესევითარისა მის ზმნითა ქრისტესგან განგდებულ ჰყოფდეს მათ, რომლისათჳს მოციქული იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ ყოველივე ესე სოფელი წარმავალ არს, რაჲსაღა თქუენ ნივთთა მისთა ჰმონებთ?

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის