მოციქულისაჲ: არამედ ვიტყჳ: ნუ-უკუე განაგდო ღმერთმან ერი თჳსი? ნუ იყოფინ! რამეთუ მეცა ისრაიტელ ვარ, თესლისაგან აბრაჰამისა ტომისაგან ბენიამენისა (11,1).
თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ-უკუე სთქუათ თუ — გარე-მიაქცია სადმე ღმერთმან ერი თჳსი, და ვერ ძალ-უც მოქცევაჲ, დაღაცათუ ენებოს, და განქარდეს აბრაჰამის მიმართ აღთქუმანი, — გარნა ნუ იყოფინ! რამეთუ აჰა ესერა მეცა ჰურიათაგანი ვარ, და სხუანი ყოველნი მოციქულნი. უკუეთუმცა გარე-მიექცია, ვითარმცა მათგან გამოერჩინეს მოციქულნი! და კუალად: ერთ გზის...



