მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ჰრომაელთა მიმართ 11:18

17. ხოლო უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს, ხოლო შენ ველური ზეთის ხილი იყავ და დაემყენ მათ ზედა და თანა-ზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთის ხილისა იქმენ,18. ნუ ექადი რტოთა მათ. ხოლო უკუეთუ ექადი, არა თუ შენ ძირი იგი გიტჳრთავს, არამედ ძირსა მას - შენ.19. სთქუა უკუე: გარდასტყდეს რტონი იგი, რაჲთა მე დავემყნა,
ჰრომაელთა მიმართ თავი 11
18. ნუ ექადი რტოთა მათ. ხოლო უკუეთუ ექადი, არა თუ შენ ძირი იგი გიტჳრთავს, არამედ ძირსა მას - შენ.
თავი ი̂ვ
წმ. კირილე ალექსანდრიელი
მთ: ღირსი ექვთიმე ათონელი
რედ: Titus
მოციქულისაჲ: უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს, ხოლო შენ ველური ზეთისხილი იყავ და დაემყენ მას ზედა და თანაზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთისხილისა იქმენ, ნუ ექადი რტოთა მათ (11,17-18).:

თარგმანი: ყოველთა ამათ სიტყუათა წარმართთაგანთა მიმართ და გამოაჩინებს ჰურიათა განვრდომასა და მათსა ადგილსა წარმართთა შესლვასა, და ასწავებს წარმართთა არასიქადულსა. ხოლო ამას ყოველსა ამისთჳს იქმს, რომელ ჰურიანი შურად აღადგინნეს და სასოებაჲ მისცეს, უკუეთუ ენებოს მათ ცხორება, და წარმართთაგანთაცა სიმდაბლე ასწავოს.

თავი ი̂ვ. მიზეზისათჳს, რომლისა ძლით განვარდეს, რამეთუ მრწემობად და შეურაცხებად შეჰრაცხეს, შურისათჳს წარმართთაჲსა, რომელთა უაღრეს მათსა პატივ-ეცა და დაიწერნეს მორწმუნისა მის ისრაჱლისა თანა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ხოლო უკუეთუ რტოთა მათგანნი ვინმე გარდასტყდეს, ხოლო შენ ველური ზეთისხილი იყავ და დაემყენ მათ ზედა, და თანაზიარ ძირისა და სიპოხისა ზეთისხილისა იქმენ, ნუ ექადი რტოთა მათ. ხოლო უკუეთუ ექადი, არა თუ ძირი იგი შენ გიტჳრთავს, არამედ ძირსა მას — შენ (11,18).:

თარგმანი: დაღათუ აქა ვიეთიმე თქუა გარდატეხაჲ, არამედ ესე ნუგეშინის-ცემისათჳს ქმნა ჰურიათაჲსა, რაჲთა არა სასოწარკუეთილ იქმნნენ; რამეთუ ზემორე ნეშტისასა ოდენ იტყოდა ცხოვნებასა, ხოლო აქა ვიეთსამე იტყჳს წარწყმედასა, ესე იგი არს, უმცირესთასა. გარნა შენ იხილე, ვითარ თჳთ მებრ სიტყუაჲ ესე, წარმართთა დასამდაბლებელი, ჰურიათა უფროჲსად მომწყლველ ექმნების, რაჟამს ესმას თჳსი ძირისაგან გარდატეხაჲ, და სხუათაჲ, არა ხოლო ლიტონად დამყნაჲ, არამედ თანაზიარ სიპოხისა მის ქმნაჲ, რომელი-ესე ამას გამოაჩინებს, ვითარმედ არარაჲთ უდარეს არიან ბუნებითთა მათ რტოთა აწ დამყნილნი იგი, არამედ ყოველივე სიპოხე და სიმტკიცე ძირთაჲ მათ მიუღებიეს.

და კუალად, სიტყუაჲ ესე, ვითარმედ: "ნუ ექადი", არა ესრეთ ლიტონ არს, არამედ, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: "ნუ დაექადი". ამას ეტყჳს, ვითარმედ: ნუღარა ზედა-დაურთავ სიქადულსა ქუე-მდებარესა იმას; რამეთუ "ნუ უყივი" და "ნუ ექადი" ამით განიყოფებიან "ნუ დაჰყივისა" და "ნუ დაექადისაგან", რამეთუ, რაჟამს უყიოდის ვინმე გინა ექადდეს, ზე-მდგომარისა მიმართ ჰყოფს, ხოლო "დაყივილი" და "დაქადილი" ესე — ქუე-მდებარისა მიმართ იქმნების. ამით ყოვლითა...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის