თარგმანი: ესე იგი არს, რომელთა იცოდა თუ მოქცევად არიან და სარწმუნოებად მოსლვად, არა განიშორნა, რამეთუ მრავალნი მოიქცეს ჰურიათაგანნი, რომელნი ვიცნით და მრავალნი არიან მოქცეულ, რომელთა არა ვიცნობთ. რამეთუ ელიაჲცა ჰგონებდა თუ მარტოჲ არს ღმრთისმსახურებასა შინა, არამედ იყვნეს შჳდ ათასნი, და აწცა მრავალნი მოქცეულ არიან ჰურიათაგან, რომელნი არა იცნით, რამეთუ, უკუეთუ ელია არა იცოდა, თქუენ ვითარ იცოდით?
ჰრომაელთა მიმართ 11:2
თარგმანი: ესე იგი არს: რომელთაჲ იცოდა, ვითარმედ მოქცევად არიან და სარწმუნოვებად მოსლვად.
თარგმანი: რაჲთა არავინ ჰრქუას მოციქულსა, ვითარმედ "შენ ხარა ერი, ანუ შენ ზედა გინა შენ თანა ხუთ ათასთა და ბევრთა სრულ-იქმნებიანა აღთქუმანი იგი აბრაჰამის მიმართნი, ქჳშისა და ვარსკულავთა მსგავს ყოფად სიმრავლითა ნათესავთა და შვილთა მისთა?" — ამისთჳს წიგნისაგან მეფეთაჲსა, მეორისა და მესამისა, შემოართუამს სიტყუათა საწამებელთა, ვითარმედ: უკუეთუ იყვნეს ვინმე ეგოდენ ფარულად ღმრთისმსახურ, რომელთაჲ ვერცა თუ დიდმან წინაჲსწარმეტყუელმან ელია არა უწყოდა, და მარტოდ დაშთომასა თჳსსა ჰგონებდა, რაჲ საკჳრველ არს, უკუეთუ თქუენ უმეცარ იყვნეთ სიმრავლესა აწ მყოფთა ცხოვნებულთასა!
...ხოლო ვინაჲთგან თქუა, თუ: „ცხოვართა ჩემთა ჴმისა ჩემისაჲ ისმინონ“, რაჲთა ვერვინ თქუას, თუ: ურწმუნოთათჳს რაჲ სთქუა? ამისთჳს შესძინა და თქუა, ვითარმედ: „ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ“, ვითარცა წერილ არს, ვითარმედ: „არა განიშორა ერი იგი, რომელი წინაჲსწარ იცნა“; ამისთჳს იტყჳს, ვითარმედ: მათთჳს ვიტყჳ, რომელნი წინაჲსწარ ვიცნენ, რომელნი კეთილად ყოფად არიან.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვიცნი ჩემნი იგი, და მიციან ჩემთა მათ“ (10,14).
თ ა რ გ მ ა ნ ი: არამედ არა ესრეთ მიციან, ვითარცა მე ვიცი, რამეთუ მე ვითარცა ვიცი მამაჲ, მამამანცა მე მიცის ეგრეთვე, ხოლო სხუანი ვერ შეესწორებიან ჩემსა ცნობასა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ვითარცა მიცის მე მამამან, მეცა ვიცი მამაჲ“ (10,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: ესრეთ კეთილად ვიცი იგი, ვითარცა მან მე მიცის. ამისთჳსცა იტყოდა: „არავინ უწყის ძჱ, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან“, ; ჭეშმარიტითა მით ცნობითა.
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „და სულსა ჩემსა დავსდებ ცხოვართათჳს“ (10,15).
თ ა რ გ მ ა ნ ი: მრავალგზის იტყჳს ამას, რაჲთამცა გამოაჩინა სიყუარული თჳსი, რომელი აქუნ...