თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: იხილე საქმე საკჳრველი, ვითარ ღმერთი ჩუენ კაცთა ნებასა შეუდგს! რამეთუ შენ, წარმართთაგანო, არცა ერთი კეთილი გაქუნდა და ვინაჲთგან ოდენ ნებაჲ კეთილი აჩუენე და გრწმენა, აჩუენა ღმერთმანცა შენ ზედა მიუთხრობელი სიტკბოებაჲ, ვითარცა არს ბუნებით. ხოლო მათი იხილა რაჲ უკეთური ნებაჲ და ამპარტავანებაჲ, აიძულა მისი სიტკბოებაჲ და შეიცვალა სასტიკებად.
ჰრომაელთა მიმართ 11:21
20. კეთილ! იგინი ურწმუნოებითა მათითა გარდასტყდეს, ხოლო შენ სარწმუნოებითა სდგა; ნუ ჰმაღლოი, არამედ გეშინოდენ.21. უკუეთუ ღმერთმან ბუნებითთა მათ რტოთა არა ჰრიდა, ნუუკუე შენცა არა გრიდოს.22. აწ უკუე იხილე სიტკბოებაჲ და სასტიკებაჲ ღმრთისაჲ: დაცემულთა მათ ზედა - სასტიკებაჲ, ხოლო შენ ზედა - სიტკბოებაჲ, უკუეთუ ეგო სიტკბოებასა მას ზედა; უკუეთუ არა, შენცა მო-ვე-ეკუეთო.
ჰრომაელთა მიმართ თავი 11