თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ნუ-უკუე სთქუათ თუ — გარე-მიაქცია სადმე ღმერთმან ერი თჳსი, და ვერ ძალ-უც მოქცევაჲ, დაღაცათუ ენებოს, და განქარდეს აბრაჰამის მიმართ აღთქუმანი, — გარნა ნუ იყოფინ! რამეთუ აჰა ესერა მეცა ჰურიათაგანი ვარ, და სხუანი ყოველნი მოციქულნი. უკუეთუმცა გარე-მიექცია, ვითარმცა მათგან გამოერჩინეს მოციქულნი! და კუალად: ერთ გზის ჰრწმენა ჰურიათა სამ ათასთა და კუალად ათმან ათასმან. აწ, უკუეთუმცა განეშორა, ესენიმცა ვითარ ცხოვნებულ იყვნეს? (რამეთუ არცა ერთიმცა შეეწყნარა, უკუეთუმცა განეშორა). არამედ ვინაჲთგან რომელნიცა მოიქცენ, შეიწყნარებს, საცნაურ არს, ვითარმედ რომელნიცა წარწყმდეს, თჳსითა ნებითა წარწყმდეს.
ჰრომაელთა მიმართ 11:1
თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ: აჰა ესერა ერთგზის ჰრწმენა ჰურიათა სამ-ათასთა, და ათმან ათასმან ?. აწ უკუეთუმცა განეშორა, ესენიმცა ვინაჲ ცხოვნებულ იყვნეს, რამეთუ არცა ერთიმცა შეეწყნარა, უკუეთუმცა განეშორა. და ვინაჲთგან რომელნიცა მოიქცენ, შეიწყნარებს, საცნაურ არს, ვითარმედ რომელნიცა წარწყმდეს, თჳსითა ნებითა წარწყმდეს.
თარგმანი: ამას ადგილსა დაჰჴსნა სხუაჲ იჭჳ, უძჳრესი ყოველთა იჭუთაჲ, ვითარ თუმცა უღონო იყო მოქცევაჲ ჰურიათაჲ, ვითარცა ერთგზის განჴდილთაჲ, დაღათუ ენებოს მოქცევაჲ; ამისთჳს თავსა თჳსსა სახედ მისცემს, ვითარმედ: თჳთ მე, რომელსა-ესე აწ სახელ-მედების მოძღუარ წარმართთა, ერთი ვარ მოქცეულთა ჰურიათაგანი. რამეთუ, უკუეთუმცა განეშორნეს, არამცა ჰყოფდა მათგანთა მოძღუარ, მოციქულ და ქადაგ. ვინაჲცა არა მე მარტოჲ ვარ, არამედ ჩემ თანა მყვანან ერნი, წინაჲსწარ ცნობილნი მისგან, რომელ არიან ხუთ ათასნი და ბევრნი.
...ა უბოძა. თუმცა მათთვის აღსრულებულიც კვლავ საყოველთაო იყო. რადგან მათმა სხვებისგან გამორჩევამ სწორედ ის სხვები აღძრა მოშურნეობად; ამასვე აჩვენებს პავლეც, როცა ამბობს: „მათითა მით შეცოდებითა ცხორებაჲ წარმართაჲ იქმნა საშურებელად მათდა“ (). რადგან როგორც მამა, როცა შვილები მას შორდებიან, ერთ-ერთს აიყვანს და მუხლებზე დაისვამს, და ამას იმ ერთის გამო კი არ აკეთებს, არამედ უფრო მეტად დანარჩენთა გამო, რათა პატივით გულნაკბენნი მამასთან მიირბინონ და იმავე მზრუნველობით ისარგებლონ, ასევე მოიქცა ღმერთიც იუდეველთა მიმართ. რადგან ისინი არა მუხლებზე აიყვანა, არამედ მკლავებში, როგორც წინასწარმეტყველი ამბობს, და ზურგზეც იტვირთა ისინი; უბოძებს მათთვის სასურველს: ტაძარს, მსხვერპლებს, რასაც ისინი განსაკუთრებით დიდი ზედმიწევნით ეძიებდნენ, ომებში მფარველობას, გამარჯვებებს, ძლევის ნიშნებს, მიწის ნაყოფიერებასა და ბუნების კეთილწლიანობას; ამით მათ ამკობს და სხვებსაც მოშურნეობისკენ მიჰყავს. მაგრამ რადგან მუდამ ლიქნით განებივრებულნი უვარგისნი გახდებოდნენ, იგი მათ სასჯელებითაც...