თარგმანი: ესე იგი არს, ვითარმედ მან მოიგონნა და მან დაჰბადნა და მას უპყრიენ და განამტკიცებს ყოველთა.
ჰრომაელთა მიმართ 11:36
თარგმანი: მისგან — ესრეთ, რამეთუ იგი არს მომპოვნებელი კეთილთაჲ, ხოლო მის მიერ — რამეთუ იგი არს შემოქმედი ყოველთა არსთაჲ, ხოლო მისსა მიმართ — რამეთუ იგი იპყრობს და განაგებს და ჰმართებს ყოველთა.
ვინაჲთგან უკუე ესოდენ დიდ-დიდნი და უცნაურნი საქმენი წარმოთქუნა ღმრთისანი, დიდებისმეტყუელებით სრულ-ყო სიტყუაჲ თჳსი, და თქუა ესრეთ, ვითარმედ "მისსა". ვისსა მისსა? — გარნა თუ მომპოვნებელისა შემოქმედისა და მპყრობელისა ყოველთა არსთაჲსა დიდებაჲ უკუნითი-უკუნისამდე, ამინ.
...1 კორ 1:9). და კვლავ: „პავლე, ჩინებული მოციქული იესუ ქრისტესი ნებითა ღმრთისაჲთა“ (). და კვლავ: „რამეთუ მისგან და მის მიერ და მისა მიმართ არს ყოველი“ (). მაშ, რის გამო ამბობთ, რომ იგი მსახურია? რათა მამას პატივი მივაგოთო. მაგრამ ძე ამბობს: „რაჲთა ყოველნი პატივ-სცემდენ ძესა, ვითარცა-იგი პატივ-სცემენ მამასა“ (). ხოლო „რომელმან არა პატივ-სცეს ძესა, მან არა პატივ-სცა მამასა“ (), ცხადია.
მაშ, ამბობს, ძეს მამად ვუწოდო? არა. რადგან არ უთქვამს: „რათა მამად მიწოდებდეთ“, არამედ რა თქვა? რათა ძედ დარჩენილს ისე მცემდეთ პატივს, როგორც მამას. ხოლო თუ ძეს მამად ი...