მოციქულისაჲ: და არა თუ კუალად თავთა თჳსთა შეგასწავებთ თქუენ, არამედ მიზეზსა გცემთ თქუენ სიქადულისასა ჩუენთჳს (5,12).
თარგმანი: ყოველსა ადგილსა მოსწრაფე არს, რაჲთა არავინ ჰგონოს თუ საქებელად თჳსსა იტყჳს მაღალთა სიტყუათა; ამისთჳს აწინდელთა ამათ სიტყუათა მიზეზად ეტყჳს კორინთელთა, ვითარმედ: არა ამისთჳს ვთქუენ, რაჲთა აწღა სადმე კუალად შეგასწავო თქუენ თავი ჩემი, ადრითგან შესწავებული, არამედ ამისთჳს, რაჲთა გაქუნდენ სიტყუანი ესე წინა-განსაწყობელად ცრუმოციქულთა მათ და ცრუმოძღუართა ჩუენდა მომართისა...





