მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:8

7. სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა, საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯუენისაჲთა და მარცხენისაჲთა,8. დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა; ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი;9. ვითარცა უცნაურნი და საცნაურნი; ვითარცა მოსიკუდიდნი, და აჰა ესერა ცხოველ ვართ; ვითარცა სწავლულნი, და არა სიკუდიდნი;
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
8. დიდებითა და გინებითა, გმობითა და ქებითა; ვითარცა მაცთურნი და ჭეშმარიტნი;
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ვითარცა მაცთურნი, და ჭეშმარიტნი; ვითარცა უცნაურნი, და საცნაურნი (6,8-9).:

თარგმანი: ესეცა მათვე მარჯუენეთა და მარცხენეთაგანნი არიან, რაჟამს მაცთურ სახელ-ედებოდის მაცხოვარსა სულთასა, და უცნაურ იწოდებოდის შესწავებული იგი კაცთა შორის, ვიეთგანმე ესრეთ, და ვიეთგანმე ესრეთ, ხოლო იგი ორსავე მარჯუენედ და საჭურველად სიმართლისა იჴუმევდეს; არცა მას ზედა აღზუავებითა, და არცა ამას შინა სულმოკლებითა; ესე იგი არიან ქებანი და გინებანი.

ტიმოთეს მიმართ I ეპისტოლე — ჰომილია 10
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
2. სახლის გამგებლობა და კეთილი მოწმობა:

...ასე არ არის; რადგან დაუძრახავი ცხოვრების მქონეს ისინიც კი პატივს სცემენ. როგორ? — იტყვის ვინმე. მოისმინე, როგორ ამბობს თავის თავზე: „გმობითა და ქებითა“ (). რადგან მოციქულთა ცხოვრებაში მოსაჭიდს კი არ პოულობდნენ, არამედ ქადაგებაში; ამიტომ ამბობს: „გმობითა“ (). ქადაგების გამო მათ ცილს სწამებდნენ, როგორც „მაცთურნი“ () და გრძნეულნი. ამასაც იმიტომ აკეთებდნენ, რომ მათ ცხოვრებაში მოსაჭიდს ვერაფერს პოულობდნენ. აბა რატომ არავის უთქვამს მოციქულებზე, რომ მეძავნი, აღვირახსნილნი და მომხვეჭელნი იყვნენ, არამედ მხოლოდ „მაცთურნი“, რაც მარტო ქადაგებას ეხებოდა? განა არა იმიტომ, რომ დაუძრახავი ცხოვრება ჰქონდათ? ცხადია, ასეა.

ამგვ...

სრულად ნახვა