მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

2 კორინთელთა მიმართ 6:16

15. ანუ რაჲ შეტყუება არს ქრისტესი ბელიარის თანა? ანუ რაჲ ნაწილ უც მორწმუნესა ურწმუნოჲსა თანა?16. ანუ რაჲ სწორება არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.17. ამისთჳს გამოვედით შორის მათსა და გამოეშორენით, იტყჳს უფალი, და არა-წმიდასა ნუ შეეხებით, და მე შეგიწყნარნე თქუენ.
2 კორინთელთა მიმართ თავი 6
16. ანუ რაჲ სწორება არს ტაძრისა ღმრთისა კერპთა თანა? რამეთუ თქუენ ტაძარნი ღმრთისა ცხოველისანი ხართ, ვითარცა თქუა ღმერთმან: დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის და ვიყო მე მათა ღმერთ და იგინი იყვნენ ჩემდა ერად.
თავი ზ̂. წესისა მისთჳს ღმრთისმოყუარებისა და ძმათმოყუარებისა ქრისტეს მიერ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ანუ რაჲ სწორებაჲ არს ტაძრისა ღმრთისაჲ კერპთა თანა? (6,16).:

თარგმანი: ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: ურწმუნონი ტაძარ კერპთა არიან, ხოლო თქუენ — ტაძარ ღმრთისა.

ფსალმუნი 122-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1. ზეცისკენ მზერა და წყალობის ვედრება:

...ნ. ცაში მკვიდრად კი იმიტომ იწოდება, არა თითქოს ადგილით იყოს შემოფარგლული, შორს იყოს ასეთი რამ, რადგან თავადვე ავსებს ყოველივეს, არამედ იმიტომ, რომ უფრო მეტად იქაურ ძალებში განისვენებს; ვინაიდან ადამიანებშიც ითქმის, რომ მკვიდრობს: „დავიმკჳდრო და ვიქცეოდი მათ შორის“ (). ამრიგად, ბარბაროსთა ქვეყანაში ყოფნისას არამცირე სწავლებანი მიიღეს: როგორც ყოველივე ამქვეყნიურისგან განცალკევება, ისე ცხადად ცოდნა იმისა, რომ ღმერთი, სადაც კი მოუხმობენ, ადვილად ყურად იღებს. რადგან ახალი ცხოვრების წესის სხივი უკვე ამობრწყინებას აპირებდა, წინასწარმეტყველი იწყებს მომავალთა წინასწარ აჟღერებას და ადგილთა დაცვით წესს ნელ-ნელა, თითქოს მინიშნებებით, აუქმებს: „აჰა, ესერა, ვითარცა თუალნი მონათანი, ჴელთა მიმართ უფალთა მათთასა და ვითარცა თუალნი მჴევალისანი, ჴელთა მიმართ დედოფლისა თჳსისათა, ეგრეთცა თუალნი ჩემნი, უფლისა მიმართ, ღმრთისა ჩუენისა, ვიდრემდის შემიწყალნეს ჩუენ.“ (). აქაც კვლავ იხილე ღვთისმოშიშების გაძლიერება: ისინი მხოლოდ მცირე ხნით კი არ სასოებენ, არა...

სრულად ნახვა