„შენდამი აღვიხილენ თუალნი ჩემნი, რომელი დამკჳდრებულ ხარ ცათა შინა.“ ().
1. ზეცისკენ მზერა და წყალობის ვედრება
ხედავ, ყველგან როგორ ბრწყინავს ტყვეობის სარგებელი: ისინი, ვინც ყოველთვის ამქვეყნიურ საქმეებს იყვნენ მიჯაჭვულნი, ასურელებსა და ეგვიპტელებს ენდობოდნენ, გალავანთა გარემოცვასა და სიმდიდრის სიუხვეს, ყოველივე ამას მოსწყდნენ, უძლეველ ხელს შეაფარეს თავი, იმ სასოებას ეკიდებიან, მაღალ აზრს იძენენ, მიწისგან და...